x
image
t.x.
რა ბრალდებებს უყენებს ჯულია რობერთსს მისი გარდაცვლილი დის საქმრო

imageგოგონა ჯორჯიის შტატიდან ჰოლივუდის ლამაზმანად იქცა.

ახლა ის წითელ ხალიჩაზე მიაბიჯებს, სულ რაღაც 5 მილის მოშორებით სახლში კი ცხოვრობდა მისგან შეურაცხყოფილი ნახევარდა, რომელიც ჯულიამ დეპრესიამდე მიიყვანა. ნენსი სამიოდე კვირის წინ თავისი სახლის აბაზანაში იპოვეს მკვდარი. ნენსი იქ თავის საქმროსთან, 31 წლის ჯონ დილბეკთან ერთად ცხოვრობდა. გუშინ კი ჯონმა განაცხადა, რომ მზადაა მოგვითხროს ყველაფერი ამ საშინელი ოჯახის შესახებ, რომლებმაც ნენსი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.image

ჯონი და ნენსი ერთმანეთს 2009 წელს შეხვდნენ ჰოლივუდში, ერთ-ერთ საღამოზე და ერთად ცხოვრობდნენ. წყვილი მალე დაქორწინებასაც გეგმავდა. ჯონი გვიყვება, რომ ჯულია მუდამ დასცინოდა თავის დას სიმსუქნის გამო, რამაც ნენსი მძიმე დეპრესიამდე მიიყვანა. ის რომ ჯულია რობერტსის უმცროსი და არ ყოფილიყო, ახლა ცოცხალი იქნებოდა.image

ჯულიას და ნენსის ერთი დედა ჰყავდათ-ბეტი ლუ. მამა კი სხვადასხვა. ნენსის მამა იყო მაიკლ მოტესი. ჯულიასი კი უოლტერ გრეიდი რობერტსი.

ნენსის უმცროსი ძმაც ხშირად დასცინოდა სიმსუქნის გამო და მას 2012 წელს ოპერაციის გაკეთებაც კი მოუწია. 46 წლის ჯულიაც ხშირად საყვედურობდა მას წონის გამო და ნენსი ამას ძალიან განიცდიდა.

მას ჰყავდა სხვა და-ძმებიც: 57 წლის ერიკ რობერტსი, 48 წლის გილანი, რომლებიც აგრეთვე მსახიობები არიან. მასხიობი ემა რობერტსი კი ერიკის ქალიშვილია.

ჯონი წარმოგვიდგენს ნენსის ხელნაწერ წერილს, რომლითაც ამხელს "ოქროს გამოსახულების ბინძურ სინამდვილეს".

ნენსი წერს: "დედაჩემი და ჩემი ეგრეთწოდებული და-ძმები არიან ჩემი ღრმა დეპრესიის მიზეზი." ძმა შეუფერებელი სიტყვებით მიმართავდა. ჯულია თავის 37 წლის დას ხშირად ეჩხუბებოდა. ის ნენსის ოჯახური საიდუმლოს გამჟღავნებაში სდებდა ბრალს და მოღალატეს ეძახდა.

ჯონი ამ "ჰოლივუდურ ოჯახზე" ძალიან ნაწყენია. მათ ნენსის დაკრძალვაზე ჯონი არ დაპატიჟეს.

ჯონი გვიყვება, რომ ნენსი მამას ოთხი წლისას მიუტოვებია, შემდეგ ჯულია წასულა სახლიდან. ნენსის მუხლის ოპერაცია დასჭირდა, რის გამოც ძალიან გასუქდა. როცა წამოიზარდა სცადა საკუთარი კარიერის მოწყობა, მაგრამ უშედეგოდ. მერე ნარკოტიკებს მიეძალა. ნენსიმ დახმარება სთხოვა ჯულიას, მაგრამ მან ყურადღება არ მიაქცია. ის დღიურს აწარმოებდა, სადაც წერს, რომ "ჯულია ნაგვია", მართალია, მან გადამიხადა მკურნალობის ხარჯები, მაგრამ მაინც ცდილობდა ოჯახიდან გავერიყე, "ვერ ვიტან მას".

ჯულიას და ნენსის ხშირად ჰქონდათ უთანხმოება. ერთხელ, როცა მათმა დედამ ნენსის ციფრული ფოტოაპარატი უყიდა, ნენსიმ ყველას გადაუღო სურათები, მათ შორის ჯულიას შვილებსაც. ჯულიამ კი საშინლად გალანძღა და დააბრალა, რომ ნენსის სურათების გაყიდვა უნდოდა.

ჯულია ალბათ ფიქრობს, რომ მას ნენსისთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია, მაგრან ნენსი სხვაგვარად ფიქრობდა.

მრავალი მცდელობის მიუხედავად, ჯულიას ჯონ დილბეკის ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

0
37
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0