x
image
ლექსო
იდეალური ურთიერთობა წყვილს შორის: როგორ გავექცეთ გავრცელებულ შეცდომებს...


image

ძალიან ხშირად, შეიძლება ისეთი სიტუაციის წინაშე აღმოჩენა, როცა იდეალური ურთიერთობები, ჰარმონია და ურთიერთგაგება, გარკვეული დროის შემდეგ, კონფლიქტებსა და გაუთავებელ დაძაბულობაში გადადის. მეცნიერების უმრავლესობა თვლის, რომ ასეთი ცვლილებების მიზეზი გახლავთ ის, რომ წყვილს არ შესწევს ძალა ის გულახდილი ურთიერთობა ბოლომდე შეინარჩუნოს, რომელიც გაცნობის პირველ ხანებში ყალიბდება. ასეთი სიტუაციების წარმოქმნა შეუძლია ისეთ შეცდომებს, რომლებიც მეტად გავრცელებულია და თითოეული ჩვენგანი საწინააღმდეგო სქესსთან ურთიერთობისას ძალიან ხშირად უშვებს.

უსაფუძვლო კონკურენცია...

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ იდეალური ურთიერთობა არის ის ჰარმონია, სადაც ორივე მონაწილე თანაბარი უფლებებით სარგებლობს და არ არსებობს ერთმანეთში კონკურენცია. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მამაკაცებს საკუთარი კრიტერიუმები აქვთ, რომელთა სრულ თუ არა, გარკვეულ ნაწილს მაინც უნდა აკმაყოფილებდნენ მათთვის სასურველი სუსტი სქესის წარმომადგენლები. ეს არ არის ტრაგედია, ეს ყველაფერი სრულებით ნორმალურიცაა, მაგრამ მიუღებელია უსაფუძვლო კონკურენცია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ქალბატონი მამაკაცისთვის გარკვეული უფლებების „ჩამორთმევას“ ცდილობს. ეს ყველაფერი ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის მეტად გამაღიზიანებელია. გახსოვდეთ თუ ამ შეცდომას დაუშვებთ, აუცილებლად მიხვალთ უარყოფით შედეგამდე.

პირადი დამოუკიდებლობა...


სუსტი სქესის წარმომადგენლების უდიდესი ნაწილი შეცდომას მაშინ უშვებს, როცა გარკვეული ნაბიჯების გადადგმას სრულიად დამოუკიდებლად ცდილობს. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით ცუდად მაშინ მოქმედებს, როცა ისინი მამაკაცების მაგივრადაც ცდილობენ გარკვეული სიტუაციების მოგვარებას და მათ მაგივრად აზროვნებას იწყებენ. არ შეიძლება ქალმა მამაკაცს დღის გეგმა შეუდგინოს. მიუთითოს იმაზე თუ რა დროის გატარება შეუძლია საკუთარ მეგობრებთან, ქალბატონებო, გახსოვდეთ ეს უკანასკნელი შეცდომა განსაკუთრებით საშიშია!

წარსულის გადმონაშთები...

გახსოვდეთ, რომ წყვილის ურთიერთობა სრულიად თავისუფალი უნდა იყოს ეჭვებისგან და წარსულის გადმონაშთებისგან. მხოლოდ ამ შემთხვევაშია იდეალური თანაცხოვრების მიღწევა შესაძლებელი.

რთული კითხვები...

ქალისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ტიპური შეცდომა - მამაკაცისთვის გამუდმებით იმის კითხვა, თუ რას გრძნობს ეს უკანასკნელი მის მიმართ. გასაგებია, რომ გრძნობებში გამოტყდომა და სიყვარულის ახსნა ყოველთვის ახარებთ ქალბატონებს, მაგრამ სამწუხაროდ მამაკაცების უმრავლესობას დიდად არ იზიდავთ ამ თემებზე საუბარი. უკეთესი იქნება თუ ქალბატონი კარგად შეისწავლის საკუთარ პარტნიორს და მის გრძნობებს მამაკაცის სიტყვებში კი არა, არამედ ქმედებებში ამოიცნობს.

საკუთრების გრძნობა...

მამაკაცებს არც ის ფაქტი სიამოვნებთ, როცა ქალბატონები საკუთრებად თვლიან თავიანთ პარტნიორს. ამას ისე იღებენ, როგორც კერძო ტერიტორიაზე ძალისმიერ შეჭრას და ნებისმიერ ძლიერი სქესის წარმომადგენელში მძლავრი უკმაყოფილების გრძნობას იწვევს. ეს განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს მაშინ, როცა ქალბატონი იყენებს სიტყვას „ჩვენ“ იმ გეგმებზე საუბრისას, რომელთა გამხელაც საყვარელი ადამიანისთვის დაავიწყდა და შედეგად ყველაფერი მის მაგივრად გადაწყვიტა.

ტოტალური კონტროლი...

მამაკაცებს არ სიამოვნებთ, როცა ქალბატონები მათ ბრძანებებსა და მითითებებს აძლევენ. სძულთ, როცა სუსტი სქესის წარმომადგენლები ცდილობენ, მათ „ხსნას“ იმ ცუდი ჩვევებისგან, რომლებიც თავად ქალბატონებს აღიზიანებთ. ამ შემთხვევაში აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანის შეცვლა ფაქტობრივად შეუძლებელია. ამიტომ, ქალბატონებო თუ ამას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში წაგებული დარჩებით.

2
3116
შეფასება არ არის
ავტორი:ლექსო
ლექსო
3116
  
2013, 4 აპრილი, 5:11
aba ra ma rogor gindat :D:D ara da iyavit martosulebi :D:D
2012, 24 ნოემბერი, 21:10
aauu ra ginda tqva roo qalebs rac ar mogvwons mamakacebisgan ar unda vutxrat ar unda davushalot da titon unda gadagvachvion xo yveapers rac titon ar moswont.. ra sashinleebaaa
0 1 2