სხვა ვარსკვლავური საქორწილო კაბები, რომლებიც ისტორიაში შევიდა. 2014, 2 მარტი, 12:44 ქორწილი, ეს ხომ ერთ-ერთი ყველაზე სამახსოვრო და ბედნიერი დღეა ქალის ცხოვრებაში. საპატარძლო ყოველთვის ცდილობს ლამაზად და მოხდენილად გამოიყურებოდეს, რასაც მისი საქორწილო, ტრადიციული თეთრი კაბა განაპირობებს, რომელზეც ზრუნვა ქორწილამდე გარკვეული დროით ადრე იწყება. ამ ტრადიციებს არც შოუბიზნესი არ ჩამორჩა და ბევრმა მათგანმა საკუთარ ქორწილში მოირგო უნიკალური, ცნობილი დიზაინერების ხელით შექმნილი კაბები, რომელთაც ღრმა კვალი დატოვეს ისტორიაში. აი ისინი:
1). Jacqueline Onassis-მა 1953 წელს ჯონ კენედთან შეუღლების დროს მოირგო წარმოშობით აფრო-ამერიკელი, ნიუ-იორკელი დიზაინერი "ენი ლოუს" მიერ შექმნილი არაჩვეულებრივი კაბა. 2). Grace Kelly-ს კაბა, რომელიც მან 1956 წლის 18 აპრილს საკუთარ ქორწილში მოირგო, შექმნილი იქნა კინოსტუდია MGM-ის მთავარი დიზაინერის მიერ. კაბის შეკერვას დაჭირდა 6 კვირა, 35 გამოცდილი მკერავი, ასევე სპილოს ძვლისფერი აბრეშუმის ტაფტა და ვალენსური მაკრამე 90 მეტრი. 3). Princesse Margaret. 1960 წლის 6 მაისს პრინცესა მარგარეტმა მოირგო ბრიტანელი დიზაინერის "ნორმან ხარნელის" მიერ შექმნილი კაბა. 4). Priscilla Presley-მ კი ელვის პრესლიზე დაქორწინების დროს 1967 წელს კი მოირგო დედის დიზაინით შექმნილი და საკუთარი ხელით შეკერილი კაბა. 5). Yoko Ono-მ კი 1969 წლის მარტში ჯონ ლელონთან შეუღლების დროს მოირგო თეთრი მაისური მოკლე თეთრი კაბით, "შლიაპა" და დიდი სათვალე. 6). Bianca Jagger-მა შეცვალა მოდის მსოფლიო ისტორია, ვინაიდან 1971 წელს მიკ ჯაგერთან დაქორწინების დროს ჩაიცვა გრძელი ქვედაბოლო და პიჯაკი სრულიად შიშველ ზედატანზე. 7). Lady Diana Spencer. ყველასთვის კარგად ნაცნობი პრინცესა დიანა (დაიანა), 1981 წლის 29 ივლისს სამეფო გვარის წევრი გახდა. ქორწილში კი მოირგო ბრიტანელი დიზაინერების დევიდ და ელიზაბეტ ემანუელების მიერ შექმნილი კაბა, რომელსაც 9 მეტრიანი შლეიფი ჰქონდა და 9000 ფუნტი დაჯდა. 8). Queen Rania-მ 1993 წლის 10 ივნისს ცხოვრება დაუკავშირა იორდანიის პრინც აბდალლას და სხეული დაიმშვენა ლიბიელი დიზაინერი "ელი სააბას" მიერ შექმნილი, ატლასის კაბით. 9). Victoria Beckham-ს კი დევიდ ბექჰემთან შეუღლების დროს 1999 წელს ქორწილში ეცვა "ვერა ვონგის" შემოქმედება- კაბა. 10). Catherine Zeta-Jones-ს მაიკლ დუგლასზე გათხოვებისას 2000 წლის ნოემბერში ეცვა დიზაინერი "კრისტიანუ ლაკრუას" მიერ შექმნილი კაბა სუფთა თეთრი ატლასის, დამატებული მაქმანიანი შლეიფით. 11). Gwen Stefani-ს კი ეცვა თეთრი-ვარდისფერში "ჯონი გალიანოს" დიზაინის კაბა. 12). Avril Lavigne-მ კი ნაღების ფერი ფუშფუშა კაბა მოირგო "ვერა ვონგისგან". 13). Jessica Simpson-მაც ასევე "ვერა ვონგის" უმშვენიერესი კაბა მოირგო. 14). Christina Aguilera-ს კი ეცვა კაბა დიდი შლეიფით "კრიასტიან ლაკრუას" დიზაინით. 15). Fergie-მ მოირგო კაბა 4 მეტრიანი შლეიფით "დოლჩე და გაბანას" დიზაინით. 16). Nicole Kidman-მა კი არაჩვეულებრივი, მაკრამე მაქმანებით გაწყობილი, მოდის სახლის თავის Balenciaga-ს მოდელიერის "ნიკოლა გესკიერას" მიერ შექმნილი დიზაინი მოირგო. 17). Megan Fox-მა კი კორსეტიანი ბაფთის კაბა მოირგო "არმანის" სახლისგან. 18). Hilary Duff-საც "ვერა ვონგის" კაბა ეცვა. 19). Elizabeth Hurley-ს კი კლასიკური საქორწილო კაბა "ვერსაჯესგან". 20). Jenna Bush-ს კი აბრეშუმის, მაქმანებით გაწყობილი კაბა "ოსკარ დე ლა რენტას" დიზაინით. 548 17-ს მოსწონს 3-ს არა
|