შოუბიზნესი ნინი ბადურაშვილის ცხოვრებაში სიახლეებია 2014, 28 თებერვალი, 22:35
ნინი ბადურაშვილის ცხოვრებაში სიახლეებია. მომღერალს სულ მალე ტელეკომპანია "იმედის" ახალ შოუში "ორ ვარსკვლავში" ვიხილავთ. "ორი ვარსკვლავი" ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პროეტის "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემქმნელებისაგანაა. სულ მალე ცნობილი მომღერლები არანაკლებ ცნობილ მეწყვილეებთან ერთად ამღერდებიან. ნინი ბადურაშვილის მეწყვილე მსახიობი კოტე თოლორდავა იქნება. წყვილი პროექტის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება. ნინი ესთეტიკური მედიცინის ცენტრის "ლოტუსის" სახე გახდა. "გაზაფხულის სეზონს წარმოგიდგენთ ნინი ბადურაშვილი"-ამ წარწერით ვრცელდება ნინის ფოტოები. ნინი "ლოტუსის" არამარტო გაზაფხულის სახე ერთგული კლიენტიც გახლავთ. ვუსურვოთ მომღერალს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 621 3-ს მოსწონს
|