სხვა 5 თვის ჩვილი დეიდამ გაგუდვისგან იხსნა. 2014, 28 თებერვალი, 21:02 შემთხვევა ფლორიდის შტატში ხუთშაბათს, 14:30 საათზე «Dolphin Expressway»-ის ავტომაგისტრალზე მოხდა. მოულოდნელად გაჩერდა ავტომობილი და შეშინებული 37 წლის, ვინმე Pamela Rauseo დახმარების ყვირილით გადმოვიდა 5 თვის დისშვილ Sebastian de la Cruz-თან ერთად. ჩვილს მოულოდნელად ასფიქსია დაემართა და მძღოლი იძულებული იყო 57-ე "ავენიუს" 836-ე მაგისტრალზე შეეჩერებინა მართვა.
როგორც გაირკვა ჩვილი ნაადრევად დაბადებულა და მას ქრონიკულად ჰქონდა სუნთქვის დათრგუნვა და მოულოდნელი ასფიქსიის მიზეზიც სწორედ ეს იყო. მაიამის მოსახლე, 34 წლის ვინმე Lucila Godoy-მ კი საკუთარი 3 წლის შვილი მიატოვა ტრანსპორტში და მაშინვე მაშველის დარგში აღმოჩნდა. ჩვილი დეიდამ და ლუსიამ ხელოვნური სუნთქვის შედეგად კრიზული მდგომარეობიდან გამოიყვანეს, თუმცა მდგომარეობა ისევ გაუარესდა და მათ ფარ-ხმალი მაინც არ დაყარეს. შემთხვევის ადგილზე მილიციის თანამშრომლები- კაპიტანი Anthony Trim, ლეიტენანტი Alvaro Tonanez, სახანძრო სამსახურის თანამშრომლები და პირველი დახმარების სპეციალისტებიც მალევე მივიდნენ. ბავშვს ფილტვი გაეხსნა და შეძლო კვლავ ესუნთქა. მომხდარიდან რამოდენიმე წუთში სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მივიდა და ჩვილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. საავადმყოფოში მიყვანილი სებასტიანი თავს უკვე კარგად გრძნობდა დეიდის წყალობით. 3281 24-ს მოსწონს
|