ჯღანი - გაცვეთილი ფეხსაცმელი
მეჯღანე - გაცვეთილი ფეხსაცმლის შემკეთებელი
ჭონი - ბეწვეულის მკერავი
ხარაზი - მეწაღე, ფეხსაცმლის მკერავი
მეჯინიბე - ცხენის მომვლელი
ჩილინგარი - ზეინკალი, ხელოსანი
ბაზიერი - მონადირე ფრინველების მომვლელი, დამგეშველი
ბაყალი - ხილით, ბოსტნეულით, სანელებლებით და მისთ. მოვაჭრე
ბეითალი - ვეტერინარი
თერძი - მკერავი - დერციკი
ხარატი - ლითონის ნაკეთობების დამამუშავებელი
კალატოზი -კედლების ამშენებელი (აგურით, ქვით)
მეთუნუქე - ფოლადის თხელი ფურცლის დამამუშავებელი
დაბაღი - ტყავის გამომყვანი მუშა
მეჯოგე - ცხენთმაძოვებელო მწყემსი
მეზვრე - მევენახე
ზვარი - ვენახი
სუფლიორი - მოკარნახე თეატრში
მსტოვარი - ჯაშუში
მედავითნე - დავითიანის წამკითხველნი
დავითნი - დავით მეფისა და წინასწარმეტყველის ფსალმონთა წიგნი
მეჯადაგე - კირის გამომყვანი
მეთულუქე - წყლის მზიდავი
დალაქი - თმის, წვერის გამკრეჭი - პარიკმახერი
მედროგე - მეეტლე
მეხბორე - ხბორების მაძოვებელი მწყემსი
მეჭაშნიკე - გამსინჯველი და მიმრთმევი ღვინის, დეგუსტატორი
მეციხოვნე - გუშაგი, ციხის მცველი
მექოთნე - ქოთნების გამკეთებელი
მეფურნე - ფურნების მფლობელი
მეფუნდრუკე - მოთამაშე
მესალიკე - ხელმარჯვე მებადური
მერწყული - წყლის მზიდავი
მეჟამრე - მესაათე
მეპრორე - მესაჭე
მეპრატაკე - ტყავების მკეთებელი
მენახირე - მეძროხე
მემტილე - მებაღე
მემორინე- ნარდის და ჭადრაკის მოთამაშე
მემათრახე - მეომრის მწვრთნელი
მეინახე - ერთად მჯდომი სუფრაზე
მეთვალე - მზვერავი
მეველე - მინდვრის მოსავლის მცველი
მდივანბეგი - მსაჯული, მოსამართლე
მეფუნდუკე - სასტუმროს მეპატრონე
ბარზიმი - ფეხმაღალი სასმისი
მებაირაღე - მედროშე
ბაირაღი - დროშა