ჭადრაკი როგორ მოვიგოთ ჭადრაკი სულ რამოდენიმე სვლით? 2014, 26 თებერვალი, 22:51
თუმცა არსებობს, რამოდენიმე მარტივი ხერხი, იმისათვის, რომ შთაბეჭდილება მოახდინოთ დამწყებ მოთამაშეებზე, ანუ ადამიანთა 99%-ზე ვისაც თქვენ ეთამაშებით. სულ რამოდენიმე სვლაში მოწინააღმდეგის დამარცხება მაგარია არა იმიტომ, რომ დიდი ხანი თამაში არ მოგიწევთ, არამედ იმიტომაც, რომ ნებისმიერი დამწყები თქვენ უძლიერეს მოთამაშედ ჩაგთვლით. ერთ-ერთი ხერხი, გავრცელებული "საბავშვო შამათია". ძირითადად თეთრი ფიგურებით ხდება, რადგან ისინი ყოველთვის პირველად დადიან. პირველი სვლა – პაიკი E4, მეორე - სპილო C4. მესამე დედოფალი - H5, მეოთხე - დედოფალი F7. არსი იმაშია, რომ დედოფალი უტევს ველს F7, სპილო კი იცავს მას. ამრიგად დედოფალი უტევს მოწინაარმდეგის მეფეს, რომელიც ვერსად ვეღარ მიდის. შამათი !!! ასეთი კომბინაციები საკმაოდ მრავლადაა. ზოგიერთი თამაშის გაცილებით უკეთ ცოდნას მოითხოვს, თუმცა უფრო ადვილია მათი დამახსოვრება, ვიდრე გროსმაისტერივით ფიქრის დაწყება. რა თქმა უნდა თუ თქვენ არ ხართ გროსმაისტერი. 1646 4-ს მოსწონს
|