სხვა სევდიანი ამბავი, რომელიც სოჭის ოლიმპიადის დახურვის დღეს მოხდა (+გასაოცარი ვიდეო) 2014, 26 თებერვალი, 22:29 23 თებერვალს-სოჭის ოლიმპიადის დახურვის დღეს, კრასნაია პალიანაში კანადელი სპორტსმენის სარა ბურკის ფერფლი მოაბნიეს.
სარა ბურკი ( დაბადებული 1982 წელს ონტარიოში)-კანადელი ფრისტაილერი, ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონი ექტრემალურ თამაშებში 2012 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა.
2001 წელს მან დაიკავა პირველი ადგილი აშშ-ის ფრისტაილის ჩემიონატში ჰავპაიპში. ჰავპაიპი-ეს ფრისტაილის სრულიად ახალი სახეობაა. ლობირებდა რა სპორტის ამ სახეობას, სარამ მიაღწია იმას, რომ ჰავპაიპი შეიტანეს სპორტის ზამთრის ოლიმპიურ სახეობებში. სწორედ სარას დამსახურებაა, რომ პირველად ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში ჰავპაიპი სოჭის ოლიმპიური თამაშების სახეობებში შეიტანეს და პირველად გათამაშდა მედლების კომპლექტი ფრისტაილის ამ კატეგორიაში.
სოჭის ოლიმპიადამდე 2 წლით ადრე სარა სპორტის ამ სახეობაში მედლების მთავარ ფავორიტად ითვლებოდა. ბურკს არაერთხელ შეუსრულებია ფრისტაილის უაღრესად რთული ელემენტები. ის იყო პირველი ქალი, ვინც ნახტომში შეასრულა ბრუნი 1080 გრადუსით. 2012 წლის 10 იანვარს სოლტ-ლეიკ -სიტიში ვარჯიშის დროს ერთ-ერთი ურთულესი ტრიუკის შესრულების დროს სარა დაეცა, ის ცალ ფეხზე დავარდა და თავი ყინულზე დაარტყა. საშინელი დარტყმის შედეგად მას თავის ტვინში სისხლჩაქცევა განუვითარდა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს სოლტ-ლეიკ-სიტის საავადმყოფოში, მაგრამ ოპერაციამ უშედეგოდ ჩაიარა და სარა 19 იანვარს გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. მისი ანდერძის მიხედვით შინაგანი ორგანოები გამოყენებული იქნა სამედიცინო მიზნებისათვის - კერძოდ ავადმყოფი ადამიანებისათვის გადასანერგად. 2014 წლის 23 თებერვალს-სოჭის XXII ოლიმპიადის დახურვის დღეს სარას ფერფლი მიმობნეული იქნა ოლიმპიურ სოფელში სათხილამურო ტრასაზე. გთავაზობთ გასაოცარ ვიდეოს, რომელზეც ასახულია სარას მიერ შესრულებული გასაოცარი ტრიუკები. 989 10-ს მოსწონს
|