x
რას ნიშნავს იყო ლიბერალი?

image რისგან შედგება ლიბერალიზმი? იდეა, რომელსაც განსაზღვრავს დემოკრატია, საკუთრება, კანონის უზენაესობა.სამივეს არსებობა აუცილებელია, მაგრამ არის თუ არა ეს ლიბერალიზმის საკმარისი განსაზღვრება? ეს საკამათოა და ამ საკითხზე კონსესუსს ვერ აღწევენ.
მარქსისტები თვლიან, რომ კლასიკური ლიბერალიზმი ცდილობს მოგვაჩვენოს, რომ სიკეთეს ემსახურება, ფაქტობრივად, სპეციალურ ინტერესებზე ზრუნავს და ამავე დროს უბრალო ადამიანების ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელ პირობებს ანადგურებს.


ლიბერალიზმის კრიტიკოსები ლიბერალიზმში ბევრ პრობლემას ხედავენ და მიიჩნევენ, რომ ბავშვურ მიდგომასთან გვაქვს საქმე. მათი აზრით, ლიბერალების რწმენა არის საბავშვო ბაღის ხედვა სამყაროზე. თუ ეს განსაზღვრულია რომ “მშვენიერია” და ხალხს უყვარს, ისინი მათ მხარეზე არიან. თუ ეს განსაზღვრულია როგორც “არარაობა” ისინი მის წინააღმდეგ არიან.

ნამდვილი ლიბერალი მხოლოდ ბევრი ცოდნის, ბევრი ანალიზის შედეგად შეიძლება გახდეს თითეული ჩვენგანი. რაც მეტს ვიგებთ ლიბერალიზმის მთავარი იდეოლოგიების ნააზრევისა და ზოგადად იდეოლოგიის მიღწევების შესახებ, მით მეტი დაინტერესება გაჩნდება და იმასაც გავაცნობიერებთ, რომ თანამედროვე მსოფლიოში - იყო ლიბერალი, ეს საუკეთესო არჩევანია.

ლიბერალიზმის მთავარი ღირსებაც ხომ ისაა, სხვა იდეოლოგიებისგან განსხვავებით, რომ იგი საპირისპირო შეხედულებების პატივისცემას, განსხვავებულთა შემწყნარებლობას და პრობლემების, უთანხმოებების დიალოგისა და დებატების რეჟიმში გადაჭრის გზას ემხრობა, რაც, საბოლოო ჯამში, განსხვავებული ინტერესების და შეხედულებების მქონე, მაგრამ ურთიერთშეთანხმებულ ინდივიდთა გაერთიანებას ნიშნავს სახელმწიფოში.

რას ნიშნავს იყო ლიბერალი?! ჩემთვის ეს, პირველ რიგში, თავისუფალ ინდივიდს ნიშნავს, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია გააკეთოს არჩევანი, თუ რა არის მისთვის უკეთესი და იბრძოლოს საკუთარი შეხედულებების დასაცავად, ასევე მიიღოს, პატივი სცეს და თანასწორად მიიჩნიოს მისგან თუნდაც რადიკალურად განსხვავებული ადამიანი. მიუხედავად იმისა,
რომ ვცხოვრობთ ერთ სახელმწიფოში, პირველ რიგში თითოეული ჩვენგანი არის ინდივიდი, რომლებსაც საერთო, საზოგადოზე ფიქრისა და ზრუნვის გარდა პირადი ინტერესებიც გააჩნია, ამიტომ უნდა შეგვეძლოს არა საზოგადოების ზეგავლენის ქვეშ ცხოვრება და
საზოგადოების სურვილების გათვალისწინებით აზროვნება, არამედ პირველ რიგში საკუთარი შეხედულებების, თუნდაც განსხვავებულის, ღიად დემონსტრირება.

განსაკუთრებით, საქართველოში ლიბერალიზმს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს, ამას მოწმობს საზოგადოების მხრიდან განსხვავებული აზრის თვალშისაცემი უპატივცემულობის, ახლის არ, ან ვერ მიღების, ტენდენცია, გარკვეული დადგენილი ჩარჩო-დოგმების ქვეშ მრავალწლიანი ცხოვრების ტრადიცია და ა.შ




ავტორი:გიორგი სიხარულიძე

0
2773
1-ს არ მოსწონს
ავტორი:გრაფ ვრონსკი
გრაფ ვრონსკი
2773
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0