x
image
K.P.
ია ფარულავასა და ტარიელ სუარს ურთიერთობა დაეძაბათ? ტარიელი იას: "შენი რჩევები იმ პეძიკი პარიკმახერებისათვის შეინახე"
imageია ფარულავასა და ტარიელ სუარს შორის თითქოს ურთიერთობა დაიძაბა. საზღვარგარეთ წასულმა იამ საყვარელი კატა ტარიელს დაუტოვა. როგორ მოუარა ტარიელმა მას არავინ იცის, მაგრამ ფაქტია ცხოველს ვეტერინარი დასჭირდა.

"ცხოველების მიმართ ზომიერი დამოკიდებულებით გამორჩეულ ადამიანს კატის ან ძაღლის სახლში გაჩერების სურვილი არასოდეს მქონია. პირიქით მეგონა თუ ცხოველი ჩემს ლოგინს შეეხებოდა, ან გულისრევით მოვკვდებოდი ან ლოგინს გადავაგდებდი. არის კიდევ ერთი, ცხოველები (ზოგიერთისაგან განსხვავებით) ჩემი ქრისტიანული შეხედულებებიდან გამომდინარე ადამიანზე მაღლა არასოდეს დამიყენებია. ამჟამად კი, რომ ვერავინ წარმოიდგენდა, ისეთი სიამოვნებით ვიღებ ზუზის მოკუკულს, ვწმინდავ მის მოფსმულს, მძინავს და ვყლაპავ მის ბეწვს, მიუხედავად იმისა რომ სამუდამოდ დამიშრამა ცხვირი. ამ ყველაფერს კი მხოლოდ და მხოლოდ საყვარელი ადამიანის გამო. თვითონვე მიკვირს თუ რამხელა ძალა ჰქონია სიყვარულს. რისი დანახვაც უმადურ ადამიანებს სამწუხაროდ არ შეუძლიათ"-წერს ტარიელი სოციალურ ქსელში.

image

ტარიელის განცხადებას ია ფარულავა გამოეხმაურა: "ყოჩაღ ტარიელ, ახლა კი მორჩი ფეისბუქზე აღსარებების წერას".


როგორც ჩანს ტარიელს იას ამგვარი გამოხმაურება ეწყინა. მეტიც, იას მეგობარ მიშა გასიტაშვილსაც გადაწვდა და მის სახალხოდ გაქილიკებას არ მოერიდა:

"შენი რჩევები იმ პეძიკი პარიკმახერებისათვის შეინახე, რომლებიც ერთი ორი კომპიუტერის ფასად ფისუნიას კიდევ ერთხელ გაგისეირნებენ. ხოლო ჩემთან დაკავშირებით სანამ არასწორი სურათის დახატვას შეეცდები, ისიც გაიხსენე რომ ტარიელი ჯერ ცოცხალია და შესაბამისად კითხვებსაც არ ტოვებს პასუხის გაუცემლად. ნუ მჭორავ უაზროდ, არ გირჩევ".

image


შეგახსენებთ, რომ მიშა გასიტაშვილი ერთ-ერთი პოპულარული სტილისტია, რომელიც ბევრ ცნობილ ქართველთან მეგობრობს. მიშა აღიარებს, რომ მასთან სალონში სიარული ყველაზე მოდურია, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ჩემზე პროფესიონალი სტილისტებიც არიანო. მისი კლიენტებისა და მეგობრების რიცხვში კი ია ფარულავაცაა. იამ გადაცემა "იღბლიან ბორბალში" დაგროვილი ქულებით მიშა გასიტაშვილს კომპიუტერი წაუღო.

ფაქტი ერთია ტარიელს მიშა გასიტაშვილი თვალში არ მოუდის და ამას არც მალავს.

imageimageimageimage

3
3177
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
3177
  
2014, 27 თებერვალი, 10:39
უღთიერთობა კი არ დაეძაბათ სუროგაციის გზიტ ბაშვის გაჩენას აპირებენ
2014, 26 თებერვალი, 23:59
ამხელა ხალხი ფეისბუქის სტატუსებში რომ დაიწყებენ ურთიერთობის გარკვევას ეგააა უკვე უბედურება.რომელ სალონშია ეგ გასიტაშვილი ერთი მითხარით ყველა რო ირევა ასეთი და ისეთი სტილისტიაო
2014, 26 თებერვალი, 22:43
0 1 3