x
image
პერსეპოლისი
ელენე გედევანიშვილი შესაძლოა წყვილებში ვიხილოთ.

image

რუსული სპორტული საიტი „sports.ru“ ქართველი
მოციგურავის ელენე გედევანიშვილის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც წელს სოჭის ოლიმპიადაზე მე-19 ადგილზე გავიდა. ინტერვიუში ელენე აცხადებს, რომ ის კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

„ვიმედოვნებ, რომ 2018 წლის ოლიმპიადაზე ისევ წარვსდგები.ჩემი
ერთ-ერთი ვარიანტი არის, რომ გადავიდე წყვილთა ფიგურულ სრიალზე. მეუბნებიან, რომ წყვილებში მე შემიძლია ვიყო ძალიან კარგი, რისთვისაც გამოცდილი პარტნიორი მჭირდება, მაგრამ ჯერ
იქ წასასვლელად მზად არ ვარ“. - ამბობს ელენე გედევანიშვილი.

აღნიშნულ ინტრევიუს ცნობილი ქართველი მოციგურავე და
ელენეს ყოფილი მწვრთნელი ირაკლი ჯაფარიძე გამოეხმაურა, რომელიც წელს, სოჭის ოლიმპადაზე ფიგურულ სრიალს უკეთებდა კომენტარს. მან დავით მინაშვილის გადაცემაში გააჟღერა ელენეს ინტერვიუს შესახებ და აღნიშნა, რომ ელენესთვის წყვილთა ცეკვებში გადასვლა ყველაფრის ახლიდან დაწყებას გულისხმობს, რადგან წყვილები სულ სხვა სპეციფიკისაა და სხვანაირ დატვირთვას მოითხოვს. ასევე არის ორი პრობლემა. თუ ვინ შეიძლება აირჩიოს პარტნიორად ელენემ და
რამდენად დაითანხმებს მას საქართველოს სახელით ასპარეზობაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელით უკვე ასპარეზობს
საერთაშორისო ჩემპიონატებზე ერთი წყვილი, რომელსაც
სამწუხაროდ მხოლოდ 1 ქულა დააკლდა შესარჩევ ეტაპებზე, ოლიმპიადაზე გასასვლელად.


1
69
14-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
69
  
2014, 26 თებერვალი, 0:16
უნდოდა და ეგონა, რომ სამეულში თუ არა ხუთეულში გაუშვებდნენ?
0 1 1