შოუბიზნესი Irina Shayk მუსულმანი მოდელების სიაში და СМИ-ს მიერ შექმნილი მითები. 2014, 26 თებერვალი, 12:19 თქვენდა გასაოცრად, მოდელებს შორის, რომლებიც მუშაობენ მსოფლიო მოდის პოდიუმზე, გვხვდება მუსულმანი გოგონებიც. როგორც ცხადია, მათი რელიგიური მრწამსის მიხედვით ასეთი შემთხვევები დაუშვებელია, როდესაც მანდილოსანი პრესისა და პუბლიკის წინაშე შიშველი, ან რაიმე უხამსი ფორმით გვევლინება. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ასეთი მუსულმანი მოდელები ისლამის მიმდევრები სულაც არ არიან, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ტრადიციის მიუხედავად მაინც დგანან პოდიუმზე.
1). ამ სიის პირველ ადგილს კი იკავებს ყველასათვის კარგად ნაცნობი მოდელი და საკუთარი კოსმეტიკის ფირმის- "Iman cosmetic" მფლობელი Iman-ი. მისი სრული სახელი და გვარია Iman Mohamed Abdulmajid. იმანი 1955 წელს სომალში დაიბადა, მამა დიპლომატი ჰყავდა, ხოლო დედა გინეკოლოგი. გოგონამ განათლება ეგვიპტეში, კენიაში მიიღო, ხოლო 70-ან წლებში კი ა.შ.შ.-ში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც უკვე ჩაეყარა საფუძველი მის კარიერას და პოზირებდა ჟურნალი Vogue-სთვის. მონაწილეობა აქვს მიღებული ლეგენდარულ ჩვენებებში- Versace, Kevin Klein, Iv Sen Loran და სხვათა. მოდელი ქორწინებაში იმყოფება ბრიტანელ მუსიკოსთან "დევიდ ბოუისთან". 2). 80-იან წლებში თავისი გამბედაობით, რაც შიშველ ფოტოსესიას გულისხმობს, გააოცა დასავლეთის სამყარო Waris Dirie-მ, რომელიც 1987 წელს კალენდარ Pirelli-სთვის გაშიშვლდა. (შიშველი ფოტოები შეგნებულად არ ავტვირთე) ვარისმა 22 წლის ასაკში ითამაშა ფილმშიც "ჯეიმს ბონდი", ცოტა მოგვიანებით კი იპოზირა ცნობილი ფირმების Chanel, Levi`s, L`Oreal, Revlon-ის რეკლამებისათვის. 1995 წელს BBC-ს სატელევიზიო არხმა მას მიუძღვნა დოკუმენტური ფილმი "უდაბნოს ყვავილი", მას შემდეგ რაც ვარისი გახდა ცნობილი მწერალი, საზოგადო მოღვაწე და ქალთა უფლებების დამცველი მუსულმანურ სამყაროში. 3). ტუნისში დაბადებული Kenza Fourati პირველი მუსულმანი მოდელია არაბეთის სახელმწიფოდან, რომელმაც მიიღო მონაწილეობა Sports Illustrated Swimsuit Issue-ში ბიკინით, ასევე იპოზიორა ცნობილ ფირმებისთვის, როგორიცაა Vogue Paris, Elle, Marie Claire, L`Officiel Voyage, Grazia, GQ. 4). Hanna Ben Abdeslam, რომელიც ასევე ტუნისიდან არის და კომპანია Lancome-ს სახეს წარმოადგენს. ის ჯერ 22 წლისაა და აღმავლობის გზას ადგას. 5). მუსულმანურ ოჯახში, სომალში გაზრდილი Fatima Siad-ი, რომელიც America`s Next Top Model-ის 10-ე სეზონის სახე გახდა. 6). Rahma Mohamed. 7). "2010 მის თურქეთი" Gizem Memiç-ი და სარეკლამო მოდელი. 8). დასავლური მედია ასევე მუსულმანურ მოდელებში ხშირად მოიხსენიებს ყველასათვის კარგად ნაცნობ Irina Shayk-ს. ირინას მამა იყო წარმოშობით თათარი, თუმცა ადრე გარდაიცვალა მოულოდნელი სიკვდილით და გოგონას აღზრდა არამუსულმან დედას მოუწია მარტოს, რის შემდეგაც ირინას მუსულმანურ რელიგიასთან შეხება აღარ ჰქონია, თუმცაღა მამით მუსულმანია. 9). Chanel Iman Robinson-ი "Victoria`s Secret"-ის ერთ-ერთი სექსუალური ანგელოზიც ხშირად მოიხსენიება მუსულმანურ მოდელებში. თუმცა დედა ნახევრად კორეელი ჰყავს, მამა კი აფროამერიკელი სომალის ფესვებით, მიუხედავად ყველაფრისა კი გოგონა ამერიკაში, ჯორჯიის შტატში გაიზარდა და მუსულმანური სამყაროსი არა იცის რა. 10). წარმოშობით სირიელი Malika Ménard-ი, "მის საფრანგეთი 2010"-ის ტიტულის მფლობელი და მოდელიც ასევე მუსულმანურ მოდელებში მოიხსენიება, თუმცაღა იგი ქრისტიანია. 236 19-ს მოსწონს
|