x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510062
პროფესიული გადაწვა

imageმომბეზრდა-ერთი სიტყვით ასე შეიძლება დავახასიათოთ რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რასაც სპეციალიტები პროფესიულ გადაწვას უწოდებენ.

დილით ადრე დგებით, ინერციით იწესრიგებთ თავს, ავტომატურად მიდიხართ ოფისში, უღიმით კოლეგებს, რთავთ კომპიუტერს, რაღაცას აკეთებთ, რაც დღის ბოლოს აღარც გახსოვთ, ინერციით
ატარებთ თათბირს, ხვდებით კლიენტებს. საკუთარ თავს გვერდიდან რომ შეხედოთ საშინელი შეგრძნება გაგიჩნდებათ: თქვენ ადამიანი აღარ ხართ, თქვენ ხართ რობოტი. წლების
წინ მიქროდით სამსახურში, ენთუზიაზმით მუშაობდით. ახლა მაღალი დონის პროფესიონალი ხართ, აიხდინეთ ოცნება, მაგრამ.....
თქვენ გადაიწვით.
ტერმინს პროფესიული გადაწვა იყენებენ ექიმების მიმართ, რომლებიც ვეღარ უთანაგრძნობენ ავადმყოფებს, ან მაშველების მიმართ, რომ აღარ სურთ ადამიანთა უბედურების მოსმენა.

გადაწვა-არის დიდი ქალაქების ავადმყოფობა. გარშემო ბევრი ან ძალიან ბევრი ადამიანია, რომელთანაც
სურვილის მიუხედავად გვიწევს ურთიერთობა : საცობში,
მაღაზიაში, ქუჩაში, ოფისში.

ფსიქოლოგები ამას თავს მოხვეულ ურთიერთობას უწოდებენ. ადამიანები, რომელთაც უწევთ ბევრი ურთიერთობა საქმიანობის გამო, უფრო მეტად გადაიწვებიან: გაყიდვის მენეჯერები, კადრების მენეჯერები, ფსიქოლოგები, პიარმენეჯერები პირველები ხვდებიან დარტყმის ქვეშ. მუდმივი ურთიერთობისგან სწრაფად
იწვებიან ინტროვერტები.


მსგავსი პრობლემა აქტუალურია დიდი კორპორაციებისთვის, სადაც
არსებობისთვის ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობს-ადგილის,
დაწინაურების, ხელფასის, უფროსის კეთილგანწყობის მოპოვებისთვის. დიდი ფული, დიდი დატვირთვა და .... დიდი იმედგაცრუება,
ვიღაც თქვენზე აქტიური და მოხერხებული აღმოჩნდება.

ასევე შეიძლება გადაიწვან ადამიანები, რომლებიც სამუშაოს დაკარგვის მუდმივ შიშში ცხოვრობენ და შტატგარეშე მუშაკებიც. ხვალინდელი დღის რწმენის უქონლობა იწვევს გადაწვას. დემოტივაცია ემუქრებათ ქალებს, რომლებიც იხლიჩებიან ოჯახს და სამსახურს შორის. ბავშვების წინაშე დანაშაულის გრძნობის გარდა, მათ თრგუნავთ საკუთარი დამოუკიდებლობის მუდმივი
დამტკიცება ბიზნესში.

თქვენ უკვე გადაიწვით:

-თუ თავს ხანგრძლივი ძილის შემდეგაც მუდმივად დაღლილად გრძნობთ. ცუდად რეაგირებთ არსებულ რეალობაზე, არ გაინტერესებთ სიახლეები და პრემიერები, მეგობრების და ნათესავების ცხოვრება, პარკირებისას სხვა მანქანაზე დაჯახება არ გაღელვებთ;
-გაწუხებთ თავის ტკივილი და უძილობა, დღისით გეძინებათ;
-არ გტოვებთ შეგრძნება, რომ სამუშაო უფრო რთულდება და მისი შესრულებისთვის ენერგია არ გყოფნით;

-საკუთარი შრომა უსარგებლოდ მიგაჩნიათ და არ განაღვლებთ მისი შედეგი;

-ვერ ახერხებთ განრიგის მოწესრიგებას, ოფისში მთელი დღე ყოფნის მიუხედავად სამუშაოს ნახევარსაც ვერ
ასრულებთ

-მუდმივად გაწუხებთ შიში, რომ არაფერი გამოგივათ ან ადამიანი, რომელსაც საქმე ანდეთ, ყველაფერს ჩააფლავებს.

როგორ დავიბრუნოთ სამსახურის გემო

პროფესიული გადაწვის თავიდან ასაცილებად საჭიროა მუდმივი პროფილაქტიკა: გააკონტროლეთ რას და რისთვის აკეთებთ სამსახურში. ქალი, რომელიც ენერგიულად და წარმატებულად იკეთებს კარიერას, დარწმუნებულია, რომ ეს ყველაზე
მნიშვნელოვანია მის ცხოვრებაში.შეხედეთ ცხოვრებას
არასამუშაო კუთხიდან, შეიტანეთ მასში მრავალფეროვნება, შეიძლება რემონტის გაკეთება, ჰობის გაჩენა ან რომანის გაბმა.
დრო გავიდა ასაკობრივი კრიზისი ასევე აისახება სამსახურზე. თვითგამორკვევის პირველი კრიზისი მოდის 20-23 წელზე, როცა ადამიანი პირველად ხდება დაქირავებული მუშაკი და
უჩნდება პასუხისმგებლობა სამსახურში.

მეორე კრიზისი მოდის 30-35 წელზე, როცა ადამიანმა უკვე მიაღწია გარკვეულ წარმატებას და საკუთარ თავს უსვამს კითხვას, რამდენად ესწრაფვოდა მიღებულ შედეგებს.

ყველაზე რთულ შემთხვევაში მოსალოდნელია სრული იმედგაცრუება არჩეულ პროფესიაში.

საშუალო ასაკის კრიზისი დგება 40-45 წლის ასაკში. ამ დროს ჩნდება საქმის კურსში არყოფნის შიში.ეს კრიზისი განსაკუთრებულად რთულად გადააქვთ მამაკაცებს, რომელთაც მაღალი თანამდებობა უკავიათ. ისინი გრძნობენ, რომ შესაძლებელს მიაღწიეს, არ იციან წინ საით წავიდნენ, ზევით კი- მხოლოდ ვარსკვლავებია.

ზოგიერთ ფირმაში კადრების სამსახურს დავალებული აქვს თვალყური ადევნოს, რომ თანამშრომლები არ გადაიწვან.

თუმცა რჩება კითხვა ვინ დაეხმარება თავად უფროსებს???


1
480
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
480
  
2012, 14 მაისი, 18:18
რა ნაცნობი სიტვაციააა*_*
0 1 1