x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138948
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
იტალიაში, მასწავლებელს, სამსახურიდან სექსუალურობის გამო ათავისუფლებენ
imageიტალიის პატარა ქალაქის, კასტელო დი სერავალეს, მაცხოვრებელი ქალები ადგილობრივი საბავშვო ბაღის აღმზრდელის გათავისუფლებას მოითხოვენ. მასწავლებელს ბრალად მგრძნობიარობა და მოდელის გარეგნობა „ედება ბრალად“, წერს გამოცემა Leggo.

მშობლების უკმაყოფილება 38 წლის, ამერიკელმა მასწავლებელმა, მიშელ როთმა გამოიწვია, რომელიც პარალელურად მოდელად მუშაობს, კერძოდ კი Vanity Fair–სათვის. ამას გარდა, ქალმა არაერთხელ მოიგო ადგილობრივი შეჯიბრებები – „მის იტალიელი დედა“ და სხვა სილამაზის კონკურსები.

„ზედმეტად ლამაზია იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს რამე ასწავლოს!“ – აცხადებენ იტალიელი დედები, რომლებიც მიშელის ბაღიდან გაშვებას, ან მისი სამოდელო კარიერის დასრულებას მოითხოვენ.

„ჩემთვის მოდელობა მეორე სამსახურია, რომლითაც, ძირითადად, ზაფხულში ვარ დაკავებული. ამ დროს, როგორც იცით, საბავშვო ბაღები დახურულია. ამას გარდა, ფოტოებზე შიშველი არასდროს ვყოფილვარ“ – აცხადებს აღმზრდელი. ასევე დასძინა, რომ ძალიან უყვარს ბავშვები და ბაღიდან წასვლას არ აპირებს.


მაგრამ უკმაყოფილო დედიკოები მიშელის წასვლას კატეგორიულად მოითხოვენ. ამბობენ რომ ბავშვებს დილით „ერთი სული აქვთ როდის ნახავენ მას“.

თებერვლის ბოლოს, იტალიის სხვა ქალაქის, ბანოლო–მელას მცხოვრები ქალების სიძულვილი 34 წლის ბარმენმა, ლაურა მაგმა დაიმსახურა. ქალბატონები ლაურას ჩაცმის სტილით იყვნენ უკმაყოფილონი. აცხადებდნენ, რომ ის მამაკაცების ყურადღებას იპყრობს.

ქალებმა ლაურას ქალაქიდან გაგდება მოითხოვეს. თუმცა, ქალაქის მერმა. ქრისტინა ალმიცმა განაცხადა, რომ ქალს უფლება აქვს გამოიყენოს საკუთარი სილამაზე და ამგვარ სიტუაციებში დამნაშავე მამაკაცია.

5
7850
8-ს მოსწონს
ავტორი:ლექსო
ლექსო
7850
  
2017, 15 თებერვალი, 0:50
ან ბავშვის გამოსაყვანად არ აქვთ დრო ქალებს ან შური :დ
2016, 15 მარტი, 9:31
მხოლოდ საქართველოში სიტყვა ,,სექსუალური'' გარყვნილს ნიშნავს, ჩამოიყვანეთ ეგ ქალი აქ და დამიჯერეთ კლასში 9-იანებზე ისწავლიან მერე :D
2015, 8 ოქტომბერი, 11:35
აბა ჩვენი მასწავლებელების უმტესობას ეგ ნაკლებად ემუქრებათ :P
2015, 13 აგვისტო, 11:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 23 ივნისი, 18:49
ეგ სექსუალურობა არარი ეგ უნახაობაა და უცოდინრობა სად რა ცჰაიცვა, ანუ გოიმობა კიდე ანუ ბოზობა
0 1 5