x
პეტერ შრაერი დაჯილდოვდა „Grand Prix Award”-ით ®

პეტერ29 იანვარს პარიზში გაიმართა რიგით 29–ე საერთაშორისო საავტომობილო ფესტივალი, სადაც პეტერ შრაერი, კია მოტორსის მთავარი დიზაინერი, დაჯილდოვდა „Grand Prix Award”-ით.



1953 წელს დაბადებული გერმანელი დიზაინერის კარიერა დაიწყო აუდისა და ფოლკსვაგენის ჯგუფში, სადაც მან 28 წელი დაჰყო და სტაჟიორის პოზიციიდან წამყვანი დიზაინერის თანამდებობას მიაღწია. მისი შექმნილია ცნობილი „Audi TT”. 2006 წელს ის გახდა კია მოტორსის მთავარი დიზაინერი და ბოლო 7 წლის განმავლობაში მოახდინა რევოლუცია პროდუქტის დიზაინში, გახადა ამ ბრენდის ავტომობილები განსაკუთრებით მიმზიდველი, რასაც ყოველ წელს მიღებული ათობით ჯილდო ადასტურებს.


„პეტერ შრაერისთვის გადაცემული „Grand Prix Award” გამოხატავს მის განსაკუთრებულ წვლილს დიზაინის განვითარებაში, საერთაშორისო კონტექსტში.“ – აცხადებს 2014 წლის დაჯილდოების ჟიურის თავჯდომარე Jean-Michel Wilmotte.

ფესტივალზე ასევე გამოვლინდა 2014 წლის ყველაზე ლამაზი უკვე წარმოებადი და კონცეპტ ავტომობილები. ჟიურის წევრებში შედიოდნენ ისეთი საერთაშორისო კორპორაციების პრეზიდენტები როგორიცაა Dassault Systems, Louis Vuitton, Eurosport, Le Point, AD and Bell & Ross.


29 იანვარს პარიზში გაიმართა რიგით 29–ე საერთაშორისო საავტომობილო ფესტივალი სადაც პეტერ შრაერი, კია მოტორსის მთავარი დიზაინერი, დაჯილდოვდა „Grand Prix Award”-ით.


1953 წელს დაბადებული გერმანელი დიზაინერის კარიერა დაიწყო აუდისა და ფოლკსვაგენის ჯგუფში, სადაც მან 28 წელი დაჰყო და სტაჟიორის პოზიციიდან წამყვანი დიზაინერის თანამდებობას
მიაღწია. მისი შექმნილია ცნობილი „Audi TT”. 2006 წელს ის გახდა კია მოტორსის მთავარი დიზაინერი და ბოლო 7 წლის განმავლობაში მოახდინა რევოლუცია პროდუქტის დიზაინში, გახადა ამ ბრენდის ავტომობილები განსაკუთრებით მიმზიდველი, რასაც ყოველ წელს მიღებული ათობით ჯილდო ადასტურებს.


„პეტერ შრაერისთვის გადაცემული „Grand Prix Award” გამოხატავს მის
განსაკუთრებულ წვლილს დიზაინის განვითარებაში, საერთაშორისო კონტექსტში.“ – აცხადებს 2014 წლის დაჯილდოების ჟიურის თავჯდომარე Jean-Michel Wilmotte.


ფესტივალზე ასევე გამოვლინდა 2014 წლის ყველაზე ლამაზი უკვე წარმოებადი და კონცეპტ ავტომობილები. ჟიურის წევრებში შედიოდნენ ისეთი საერთაშორისო კორპორაციების
პრეზიდენტები როგორიცაა Dassault Systems, Louis Vuitton, Eurosport, Le Point, AD and Bell & Ross.


®



0
290
2-ს მოსწონს
ავტორი:იბერია ბიზნეს ჯგუფი
იბერია ბიზნეს ჯგუფი
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0