სხვა კოკერ-სპანიელი,რომელიც ფულზე მათხოვრობს და შემდეგ მაღაზიაში პროდუქტს ყიდულობს 2014, 24 თებერვალი, 10:52 კოკერ-სპანიელი, რომლის სახელიც ბობია, ჩინეთის ქალაქ ჩანჩუნის ქუჩებში დაწანწალებს, (გირიის პროვინციის დედაქალაქი), მან გაითავისა, რომ მომხიბვლელმა გარეგნობამ შეიძლება აიძულოს ადამიანები მას ფული მისცენ.იგი შესანიშნავად ერკვევა კუპიურებში და შემდეგ თვითონვე გარბის მაღაზიაში საყვარელი საკვების შესაძენად. თუ გამვლელი მას აძლევს ფულს, იგი კბილებში იდებს ბანკნოტს და გარბის უახლოეს მაღაზიაში მისთვის საყვარელი სოსისის ან ქათმის ფრთების შესაძენად. როგორც მაღაზიის მეპატრონე ქალბატონი ვონგი აცხადებს, ბოლო 5-6 წელიწადია 8 წლის ძაღლი თვითონ ყიდულობს პროდუქტს მაღაზიაში."მე ზუსტად არ მახსოვს ის დღე, როდესაც მან პირველად შეიძინა პროდუქტი, თუმცა ის შემიძლია გითხრათ, რომ იგი ძალზე ჭკვიანია, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მისი გაბრიყვებაც შეუძლებელია, ბობი არა მარტო ბრწყინვალედ არჩევს ბანკნოტს ჩვეულებრივი ქაღალდისგან, არამედ თუ მცირე და დიდი ნომინალის ფულს დაუდებთ, იგი ეჭვგარეშე დიდს აირჩევს." ბობი ყოველ დღე ლატარეის კომპანიის გარშემო ტრიალებს და ელოდება გულუხვ კლიენტს, რომელიც ბობის ფულს მისცემს, რომ შემდეგ გაიქცეს მაღაზიაში და საკვები იყიდოს. 238 5-ს მოსწონს
|