x
მეტი
  • 04.07.2024
  • სტატია:135787
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510178
რა იმალება ჩვენი ღიმილის მიღმა
image

ღიმილი გამოხატავს იმ გრძნობებს, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემთ.მეცნიერები ღიმილის რამდენიმე სახეს გამოყოფენ:

ალერსიანი ღიმილი:

შეხვედრის ღიმილი ანუ ალერსიანი ღიმილი, რომელიც
ერთდროულად აახლოებს და ინარჩუნებს დისტანციას, მას შეუძლია ისე დაგაახლოვოს სრულიად უცხო ადამიანს, თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდეთ.
გულწრფელი ღიმილი ეხება ჩვენში ძალიან მნიშვნელოვან გრძნობას - თანდაყოლილ მოთხოვნილებას სიკეთისადმი- წერს დალაი-ლამა წიგნში "ახალი ათწლეულის ეთიკა"
შეცბუნებული ღიმილი - როცა თავს იმართლებთ:


ძალიან ხშირად ღიმილი კმაყოფილებას არ გამოხატავს. ზოგჯერ იგი გამოსახავს ყველასგან და ყველაფრისგან თავის დაღწევის სურვილს. შეცბუნებული ღიმილი გამოისახება ტუჩებზე, როცა არასათანადოდ
მოვიქცევით და სირცხვილის გრძნობა
გვაწუხებს. ეს არის ღიმილი - კომენტარი, რომელიც მიუთითებს ჩვენ თანამონაწილეობაზე.

გაწბილებული ღიმილი აჩვენებს, რომ ჩვენ ვცდილობთ
ემოციების დაოკებას და არა მოთმენას.

გაბედული ღიმილი -გვმატებს თავდაჯერებულობას. როცა თავს ვაიძულებთ გავიღიმოთ, ამით ვიმახსოვრებთ ჩვენ წარმატებებს და არა დამარცხებებს. ღიმილი გვეხმარება სტრესის დაძლევაში და ცვლილებების მშვიდად მიღებაში.

თავდაცვითი ღიმილი

გაურკვეველ სიტუაციაში ღიმილი თავდაცვის პირველი იარაღია,
ასევე მოდუნების საშუალებაცაა, რომელიც გვეხმარება საკუთარი აგრესიულობის შეკავებასა და სხვათა აგრესიულობის ნეიტრალიზაციაში. დაძაბულობის მოსახსნელად ღიმილი ყველა კულტურაში გამოიყენება. მაგ. როცა უცხო ადამიანებით სავსე ოთახში შედიხარ, ძალაუნებურად იღიმები.

შეთქმული ღიმილი -გვაერთიანებს

ეს ღიმილი გვახსენებს, რომ ადამიანებს საერთო წარსული აქვთ, რომ მათ ერთად მნიშვნელოვანი მოვლენები გადაიტანეს. ეს ღიმილი გამოხატავს დიდ ურთიერთგაგებას, სიახლოვეს შერჩეული
ადამიანების მიმართ.

მაცდუნებელი, მომაჯადოებელი ღიმილი - რომელიც გვიპყრობს

გერმანელმა ეთოლოგმა ირენაუს აიბლ-აიბსფელდტმა (Irenaus
Eibl-Eibsteildt) დაამტკიცა, რომ ღიმილი ადამიანთა გულების დაპყრობის ერთ-ერთი იარაღია. ევროპელი ქალები ყველაზე მეტად მამაკაცებში ღიმილს აფასებენ (37%), იგი წინ უსწრებს შეხედვას (13 %). ღიმილი ერთდროულად ამხნევებს და ამშვიდებს. შესაძლოა მამაკაცს არ ქონდეს თქვენთვის მოსაწონი თვისებები, მაგრამ მისმა ღიმილმა დაგიპყროთ.

image







1
458
7-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
458
  
0 1 1