x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510071
სექსუალურობა და ჭამის მანერა
imageფრანგებისთვის ლამაზად გაშლილი მაგიდა არის ქვეყნის სიმბოლო. მათ შექმნეს თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანის სექსუალურობას განსაზღვრავენ მისი ჭამის მანერის მიხედვით. დააკვირდით თქვენ პარტნიორს და შეადარეთ..

კვლევების თანახმად ადრეული ეაკულაციის მქონე
მამაკაცთა 80 % სანსლავს საკვებს, პრაქტიკულად არ გადაამუშავებს მას, ახასიათებს ე.წ. სრული სვლით ჭამა.
ფრანგი ქალების 85 % უპირატესობას ანიჭებს მამაკაცებს, რომლებიც კარგად ამზადებენ საჭმელს. მეორე მხრივ, გამხდარი ქალების ნაკლები სიყვარული სამზარეულოს მიმართ არის საკუთარი სექსუალურობის ერთგვარი უარყოფა, რადგან ისინი საწოლშიც ვერ მოდუნდებიან.

სოციოლოგებმა შენიშნეს, რომ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ სიამოვნებით ჭამა, მეტად გამოხატული აქვთ სექსუალური ვნება. დანაშაულის გრძნობა, რომელიც თან ახლავს ყოველ გადაყლაპულ
ლუკმას და კალორიების სკულპულოზურად დათვლა ხელს უშლის საწოლში თავისუფალ ქცევას. გურმანებს ჩვეულებრივ მეტი ენერგია აქვთ, იშვითად ვარდებიან დეპრესიაში-ეს კი დადებითად მოქმედებს ლიბიდოზე.

ასეთი დამოკიდებულების მიზეზი თვალსაჩინოა. გემრიელი საკვებისგან წამოსული იმპულსები, ისევე როგორც სექსუალური კმაყოფილების სიგნალები, წარმოიქმნება და მუშავდება თავის ტვინის ერთიდაიგივე ნაწილში-ლიმბურ სისტემაში, რომელიც ემოციებს განაპირობებს. ამასთან მდედრს სრულყოფილი შთამომავლობის მოსაცემად ესაჭიროება არამარტო განაყოფიერება, არამედ საკვები -ძალების შენარჩუნების და ნაყოფის გამოკვებისთვის. ამიტომ საკვების გემოს მცოდნე მამრი, ქვეცნობიერად აღიქმება როგორც პერსპექტიული.


მამაკაცი, რომელიც უკმაყოფილოა საკუთარი წონით და აღელვებს კალორიულობის საკითხი, ანუ ზედმეტად მყარად დგას მიწაზე, ვერ შეძლებს ქალის მეშვიდე ცაზე აყვანას. ხოლო ვინც უპირატესობას ანიჭებს მაღალ სამზარეულოს -იქნება შესანიშნავი საყვარელი. მაგრამ გამოიჩინეთ სიფრთხილე! გემოს მოყვარულები ეგოისტებიც არიან. ასევე შესაძლოა ჭამით გატაცება იყოს სუბლიმაცია, რომელიც ცვლის ინტერესს სექსის მიმართ.

სასიყვარულო თამაშებში კარგი მოთამაშეა მამაკაცი, რომელიც თვალყურს ადევნებს საკუთარ კვებას, მაგრამ ზომიერად, უარს აცხადებს დესერტზე ან დამატებით ლუკმაზე. ის საკუთარ
სიამოვნებაზე წინ თქვენსას დააყენებს. თუმცა მსუქნებისთვის ყველაფერი დაკარგული არ არის. ზომიერად მსუქან ადამიანებსაც შეუძლიათ ცხოვრებით ტკბობა, ხოლო ძალიან გამხდრები კი თავს იზღუდავენ და საკუთარ გრძნობებს და ემოციებს მკაცრად
აკონტროლებენ.

ალბათ ბევრჯერ შეგხვედრიათ ადამიანები, რომლებიც მადით არ გამოირჩევიან, ასჯერ დახედავენ ჩანგალს, სანამ პირში საკვებს ჩაიდებენ. ასეთების არ უნდა შეგშურდეთ: ისინი ვერ
იტანენ, როცა კოცნიან, და ერიდებიან ყოველგვარ შეხებას. მამაკაცების განსაკუთრებული ტიპია ხორცის უჭმელები. ვეგეტარიანული კვების მიმდევრები ცდილობენ არ გამოიყენონ პროდუქტები და სანელებლები, რომელიც მადას აღვიძებს. შესაძლოა ხორციანი პროდუქტებზე უარი დაკავშირებული იყოს მგრძნობიარობის ფარულ ზიზღთან.

თუ 30 წლის შემდეგაც მამაკაცი აგრძელებს მხოლოდ ჰამბურგერების ჭამას, ნიშნავს რომ მას აშკარად არ ყოფნის არამარტო ფანტაზია, არამედ სექსუალური სიმწიფეც. ის ძალიან მოსაწყენი საყვარელი იქნება.

თუ მამაკაცი ამჯობინებს ბარში წახემსებას, სახლში კი კონსერვებით იკვებება, მას შანსი აქვს დაიპყროს თქვენი გული და თქვენი ღამეები
გადააქციოს განცხრომად, ზედმეტი პიკანტურობის გარეშე. მოქმედების გეგმა:იმის ნაცვლად, რომ ზიზღით შეაქციოთ ზურგი შემწვარი ხორცის ხახვიან ულუფას, პირველივე პაემანზე წარმოაჩინეთ თქვენი კულინარული ოსტატობა- შემწვარი ხორცი
დახვეწილი გარნირით.


0
163
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0