სხვა მამა გაბრიელის საფლავი გახსნილია. 2014, 22 თებერვალი, 13:41 დღეს, 22 თებერვალს, დღის 12 საათზე წმინდა ბერის- "მამა გაბრიელ სალოსის" საფლავი გაიხსნა. როგორც მოგეხსენებათ ბერი 2012 წლის 20 დეკემბერს წმინდა სინოდის სხდომაზე წმინდანად შეირაცხა, ხოლო დღეს მოხდა საფლავიდან მისი უხრწნელი, წმინდა ნაწილების "ამოყვანება".
ბერის საფლავი მცხეთაში, სამთავროს ფერისცავლების დედათა მონასტრის ეზოში მდებარეობს. ამ დრომდე მიმდიბარე ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია და მხოლოდ სპეციალური საშვებით ხდება, ასევე მიმდინარეობს ჯარისკაცებისა და საპატრულო თანამშრომლების მიერ წესრიგის კონტროლი რაიმე ინციდენტის თავიდან აცილების მიზნით. ბერის წმინდა ნაწილებს მონასტერში გადააბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია 2-ე 18 საათზე საზეიმო პარაკლისს ჩატარებს, რის შემდეგაც ბერის წმინდა ნაწილებს დააბრძანებენ სვეტიცხოველში და ხალხს ექნება შესაძლებლობა მოილოცოს. როგორც ცნობილია მომლოცველთა რიცხვი ამ დრომდე უამრავია და არ წყდება მათი ნაკადის მატება. გუშინდელი დღიდან ელოდება მრევლი წმინდა ბერის საფლავზე მოლოცვას, რომლებიც როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოდანაც ჩამოვიდნენ. ხოლო ის ფაქტი, რომ უახლოეს 300 თუ 500 მეტრში შეეწევა ბერი ხალხს, სრული აბსურდი და ცრუ რწმენაა, ყველა გულით მლოცველს ეწევა მისი მადლი რა მანძილზეც არ უნდა აღავლინოს მან ლოცვა. გთავაზობთ უახლოეს კადრებს ბერის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით: P.S. გეწეოდეთ სრულიად ყველას და მთელს საქართველოს წმინდა ბერის "ღირსი მამა გაბრიელ სალოსის" ძალა და მადლი. 376 19-ს მოსწონს
|