x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138440
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
მამა გაბრიელის საფლავი გახსნილია.
დღეს, 22 თებერვალს, დღის 12 საათზე წმინდა ბერის- "მამა გაბრიელ სალოსის" საფლავი გაიხსნა. როგორც მოგეხსენებათ ბერი 2012 წლის 20 დეკემბერს წმინდა სინოდის სხდომაზე წმინდანად შეირაცხა, ხოლო დღეს მოხდა საფლავიდან მისი უხრწნელი, წმინდა ნაწილების "ამოყვანება".

image
ბერის საფლავი მცხეთაში, სამთავროს ფერისცავლების დედათა მონასტრის ეზოში მდებარეობს. ამ დრომდე მიმდიბარე ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია და მხოლოდ სპეციალური საშვებით ხდება, ასევე მიმდინარეობს ჯარისკაცებისა და საპატრულო თანამშრომლების მიერ წესრიგის კონტროლი რაიმე ინციდენტის თავიდან აცილების მიზნით.


ბერის წმინდა ნაწილებს მონასტერში გადააბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია 2-ე 18 საათზე საზეიმო პარაკლისს ჩატარებს, რის შემდეგაც ბერის წმინდა ნაწილებს დააბრძანებენ სვეტიცხოველში და ხალხს ექნება შესაძლებლობა მოილოცოს.



როგორც ცნობილია მომლოცველთა რიცხვი ამ დრომდე უამრავია და არ წყდება მათი ნაკადის მატება. გუშინდელი დღიდან ელოდება მრევლი წმინდა ბერის საფლავზე მოლოცვას, რომლებიც როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოდანაც ჩამოვიდნენ. ხოლო ის ფაქტი, რომ უახლოეს 300 თუ 500 მეტრში შეეწევა ბერი ხალხს, სრული აბსურდი და ცრუ რწმენაა, ყველა გულით მლოცველს ეწევა მისი მადლი რა მანძილზეც არ უნდა აღავლინოს მან ლოცვა.




გთავაზობთ უახლოეს კადრებს ბერის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით:



imageimage
image

image
image
image


P.S. გეწეოდეთ სრულიად ყველას და მთელს საქართველოს წმინდა ბერის "ღირსი მამა გაბრიელ სალოსის" ძალა და მადლი.


7
376
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
376
  
2014, 22 თებერვალი, 16:27
ამინ!
2014, 22 თებერვალი, 16:25
მეტირება
2014, 22 თებერვალი, 16:24
ღირსი მამა გაბრიელ სალოსის მადლი და ძალა შეეწიოს მთელ საქართველოს და ყველა ქართველს.ამინ
2014, 22 თებერვალი, 15:40
ჰოოო :D:D:D
2014, 22 თებერვალი, 15:38
დიდი მადლობა. მაშინდელის არ იყოს შობამდე ვინც მოილოცავს 3სურვილი აუსრულდებაო :D
2014, 22 თებერვალი, 14:06
არც მე მესმის თეკლა, ცოტა ურწმუნო ხალხის აზროვნების ნაყოფი მგონია, არა და რა სისულელეა, გფარავდეს საყვარელო მისი მადლი შენ და შენს ლამაზ ოჯახს :*
2014, 22 თებერვალი, 13:57
გაიხარე მაკუშ,,მისი მადლი ფარავდეს შენ ოჯახს. საიდან მოაქვთ Aმდენი სისულელე ვინც 300 ან 500 მეტრში იქნება მადლი გადავაო :@ სულ გადაირია ეს ხალხი
0 1 7