რელიგია უკრაინის ხელისუფლებას ეკლესია აღარ იხსენიებს ლოცვებში! 2014, 20 თებერვალი, 22:37 უკრაინის ეკლესიის წმიდა სინოდმა 20 თებერვლის დადგენილებით ლიტურღიის დროს შეწყვიტა ხელისუფ-ლების მოხსენიება. უკრაინის პატრიარქ ფილარეტის მოთხოვნით, წმიდა სინოდმა ლიტურ-ღიის იმ ნაწილში (დიდი გამოსვლის ჩამოლოცვაში) სადაც იხსენიებენ ხელისუფლებას და შეავედრებს უფალს: “მოიხსენე ხელისუფლება ჩვენი ..." ჩანაცვლდა შემდეგი სიტყვებით:“ღვთივდაცული უკრაინა ჩვენი და უკრაინელი ხალხი" “იმის გათვაისწინებით, რომ სახელმწიფო ხელისუფლებამ არ შეისმინა ეკლესიის მრავალგზის მოწოდება, არ გამოეყენებინა ხალხის წინააღმდეგ იარაღი, რომელმაც ის აირჩია საკუთარი თავისა და უკრაინის მსახურებისათვის და არა ძალადობისა და მკვლელობის ჩადენისათვის, 2014 წლის 20 თებერვლიდან შეწყდეს ღვთისმსახურებაზე ხელისუფ-ლების მოხსენიება."-ნათქვამია წმიდა სინოდის განცხადებაში. 41 5-ს მოსწონს
|