სხვა თუ როგორ გახდა გოგონა ერთ თვეში პოპულარული, რისთვისაც ბევრი წლებს უშედეგოდ კარგავს. 2014, 20 თებერვალი, 19:22 ალბათ ძალიან ცოტა შემთხვევა თუ ხდება "კონკიას" ზღაპრის არ იყოს, რომ ერთ დღესაც იღვიძებ ადამიანი და უცებ პოპულარული ხარ. გოგონამ სოციალური ქსელი დაიპყრო, მისი მეგობრის მიერ ატვირთულ ვიდეოს თვის მანძილზე ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დაუგროვდა, რამაც იგი ნახევარ საქართველოს გააცნო და რაღა თქმა უნდა ის გახლავთ ყველასათვის უკვე კარგად ნაცნობი- სალომე ტეტიაშვილი.
როგორც თავად ყვება სალომე დიდი გულის ტკივილითა და ცრემლებით, დედასთან ერთად ქალაქ თბილისში- ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მძიმე წუთებისა და გაჭირვების მიუხედავად (5 წლის ასაკში მამამ მიატოვა) კი იგი მაინც ოპტიმისტად გაიზარდა, თუმცა მომხდარმა მოლოდინის საზღვრებს საკმაოდ გადააჭარბა მან საკუთარი ვოკალური მონაცემებით. სალომეს ვოკალის მხრივ განათლება არ მიუღია ფინანსური კრიზისის გამო, თუმცა ვიოლინო შეისწავლა ბავშვობიდან, ფლობს შესანიშნავად და ამჟამად გიტარას ეუფლება.
სალომეს მონაწილეობა აქვს მიღებული ასევე "საქართველოს ვარსკვლავში" და "ვოისში", თუმცა მხოლოდ შიდა ტურებით შემოიფარგლებოდა მისი მოღვაწეობა. ამ წარუმატებლობის მიუხედავად კი მაინც აპირებს ჩაერთოს სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებში, ვინაიდან პოპულარობის წარმატება მის მონდომებას ერთიათად დაემატა. 19 წლის უნიჭიერესი სალომე გატაცებულია ასევე კომპიუტერული გრაფიკით და ამჟამად არის რუსთავი2-ის სტაჟიორი, სწავლობს მონტაჟს. სალომეს უკვე რამოდენიმე წელია ჰყავს რჩეული, საყვარელი მამაკაცი, რომელიც ყოველთვის გვერდში უდგას და ეხმარება მას ყველა სირთულის გადალახვაში, ხოლო თუ ვინ არის, ინტერვიუში მან მისი განცხადებით თავი შეიკავა. სალომეს ფოტოები სახასიათოდ: P.S. წარმატებებს ვუსურვებ სალომეს როგორც შემოქმედებით, ასევე პირად ცხოვრებაში. 861 14-ს მოსწონს
|