შოუბიზნესი ვის გამო და როგორ დაიკლო ნანუკა ჟორჟოლიანმა 18 კილოგრამი? 2014, 19 თებერვალი, 23:03 ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი უკვე დიდი ხანია ცდილობს წონაში დაიკლოს. ბევრი წვალების მიუხედავად ჟურნალისტი წონაში იკლებდა და მალევე იმატებდა კიდეც. ნანუკამ, მეუღლეს, ირაკლი კოდუას, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს პირობა მისაცა, რომ წონაში აუცილებლად დაიკლებდა და შეასრულა კიდეც.
"მინდა ირაკლისთან ყოველ ჩასვლაზე დაკლებული ვიყო. პირობა მივეცი, რომ ისეთი გავხდებოდი, როგორიც გამიცნო. მითხრა შანსი არ არის, 4 წელი ეს ვერ მოახერხე და ახლა როგორ შეძლებო. შანსი თუ არ არის, მიყურე მეთქი და ვნახოთ, არის თუ არა შანსი. 18 კილო დავიკელი და 10 კილო დამრჩა"-გვიამბო ნანუკამ.
ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ არანაირი დიეტა არ დაუცავს, მხოლოდ პური ამოვიღე რაციონიდან და 6 საათის მერეც აღარ მივითმევო.
"1.არ ვარ განსაკუთრებულ დიეტაზე, 6-ის შემდეგ არ ვჭამ უბრალოდ და პური ამოვიღე. 2.არაფერი არ გამიკეთებია და 3.არც არაფერი მჭირს(ერთს უწერია ავად ყოფილა და იმიტომ გახდა ასეო.) ძალიან კარგად ვარ, ხომ იცით რამე დიეტა რომ მქონდეს გეტყოდით. გთოხვთ ინბოქსში აღარ მთხოვოთ დიეტა. მიყვარხართ თქვენი ნანუკა..."-წერდა ჯურნალისტი სოციალურ ქსელში. წონაში საგრძნობლად დაიკლო ნანუკას ქალიშვილმა მარიამ გეგუჩაძემაც. საინტერესოა, ისიც დედის მეთოდს ხომ არ მიმართავს? ვუსურვოთ ნანუკას წარმატებები და კიდევ -10 კილოგრამი... 578 5-ს მოსწონს
|