ისტორიული ჩიფსების ისტორია 2014, 18 თებერვალი, 22:13 ![]() ჩიფსები პირველად 1853 წელს დამზადდა. მისი გამომგონებელი გახლდათ George Crumb, რომელიც გახლდათ რესტორან Moon’s Lake Lodge-ის შეფ-მზარეული. აღნიშნული რესტორანი მდებარეობდა საკურორტო ქალაქ Saratoga Springs-ში. ![]() შეფმზარეულმა George Crumb-მა გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა ჭირვეული კლიენტისათვის, ამიტომ კარტოფილი დაჭრა იმდენად თხლად, რომ თითქმის გამჭვირვალე გახდა, მოაყარა მას მარილი და შეწვა კარაქში. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დაცინვის მაგივრად კლიენტმა დიდი მოწონება გამოხატა. სულ მალე მთელს ამერიკაში ცნობილი გახდა Saratoga Chips. გასაოცარია, მაგრამ 1921 წლამდე ჩიფსის არსებობის შესახებაც კი არ იყო ცნობილი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ. დღეს ცნობილი და პოპულარული ჩიფსების ნაირსახეობების წარმოება (სხვადასხვა სანელებლების დამატება) მხოლოდ 1940 წლიდან დაიწყო. 451 12-ს მოსწონს
|