x
მეტი
  • 27.11.2024
  • სტატია:138485
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512156
რიანამ ღამე ეშტონ კატჩერთან გაატარა
image

ეშტონ კატჩერსა და რიანას ბევრი საერთო ააჩნიათ: ორივეს ხმაურიანი და ჭორებით სავსე ცხოვრება აქვთ, პირადი ურთიერთობები კი საზოგადოების განსჯის საკითხი არაერთხელ გამხდარა. დემი მურისა და ეშტონ კატჩერის სიყვარულის დრამატულ ისტორია ყველასთვის კარგად ცნობილია, თუმცა, არანაკლები სკანდალური რომანი ჰქონდა რიანას კრის ბრაუნთან.

როგორც ირკვევა, ორ ვარსკვლავს საერთო იმაზე მეტი ჰქონია, ვიდრე წარმოგვედგინა: გუშინ ღამე, პაპარაცებმა 24 წლის მომღერალი იმ დროს დააფიქსირეს, როდესაც დაცვასთან ერთად ეშოტნის სახლში მივიდა. რიანამ მსახიობის საცხოვრებელი დილის ოთხ საათზე დატოვა. ამ შემთხვევამ ყვითელ პრესას ლოგიკური აზრი გაუჩინა - რიანასა და ეშტონს რომანი აქვთ.

შეგახსენებთ, ეშტონ კატჩერი ამ დროისათვის ოფიციალურად ჯერ კიდევ დემი მურის ქმარია.

0
2091
1-ს მოსწონს
ავტორი:ლექსო
ლექსო
2091
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0