სხვა როგორ დავეხმაროთ პატარებს საშინაო დავალების შესრულებაში? 2014, 18 თებერვალი, 3:53 ![]() 1) უზრუნველყავით პატარასთვის კომფორტული სამუშაო ადგილი. ეცადეთ, სინათლე ურტყამდეს მაგიდის ცენტრში ან ოდნავ მარცხნივ. ბავშვი თავს უნდა გრძნობდეს კომფორტულად საშინაო დავალების შესრულებისას. 2) იზრუნეთმ რომ გარე ფაქტორებმა არ გადაიტანოს ბავშვის ყურადგება.შექმენით სამუშაო ატმოსფერო. გამორთეთ ტელევიზორი, რადიო, სათამაშოები გადამალეთ. 3) ნუ დააძალებთ ბავშვს გაკვეთილებს კეთებას, როგორც კი ის სკოლიდან დაბრუნდება. მიეცით მას დრო დაისვენოს სასწავლო პროცესისგან, ითამაშოს, იმოძრაოს. აუცილებელია მიიღოს საკვები. ![]() 5) თქვენ დაეხმარებით ბავშვს ისწავლოს საშინაო დავალების გაკეთება უპრობლემოდ, თუ გამოიმუშავებთ მომზადების ინდივიდუალურ სქემას. თქვენი ბავშვის მიდრეკილებიდან გამომდინარე, დავალების შესრულებამ შეიძლება მიიღოს სათამაშო ხასიათი. მაგალითად საჭიროა ამოცანის ამოხსნა. არ არის აუცილებელი ეს მოხდეს მაგიდასთან. ასწავლეთ თქვენ შვილს გამოიყენოს მხედველობითი მასალა და დამხმარე საშუალებები, მათემათიკური ამოცანის გადაჭრაში. როდესაც პასუხი ნაპოვნი იქნება მოსწავლეს ისღა დაღჩება გადაიტანოს ფურცელზე ის მოქმედებები რაც მან გაკეთა ნივთების დახმარებით. 6)აუცილებლად გააკეთეთ 10 წუთიანი შესვენებები სხვადასხვა საგნებს შორის. არ დააძალოთ ბავშვს იჯდეს მაგიდასთან 30 წუთზე მეტი შეუსვენებლად. ყველა საგნის დავალების შესრულების დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს. ![]() ![]() 83 4-ს მოსწონს
|