x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135661
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
როგორ დავეხმაროთ პატარებს საშინაო დავალების შესრულებაში?
imageძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითრებისთვის ვასწავლოთ მას საშინაო დავალების სწორად შესრულება. დაეხმარეთ თქვენს მოწაფეს იგრძნოს თავი თავისუფლად ამ პროცესის დროს.



1) უზრუნველყავით პატარასთვის კომფორტული სამუშაო ადგილი. ეცადეთ, სინათლე ურტყამდეს მაგიდის ცენტრში ან ოდნავ მარცხნივ. ბავშვი თავს უნდა გრძნობდეს კომფორტულად საშინაო დავალების შესრულებისას.

2) იზრუნეთმ რომ გარე ფაქტორებმა არ გადაიტანოს ბავშვის ყურადგება.შექმენით სამუშაო ატმოსფერო. გამორთეთ ტელევიზორი, რადიო, სათამაშოები გადამალეთ.
3) ნუ დააძალებთ ბავშვს გაკვეთილებს კეთებას, როგორც კი ის სკოლიდან დაბრუნდება. მიეცით მას დრო დაისვენოს სასწავლო პროცესისგან, ითამაშოს, იმოძრაოს. აუცილებელია მიიღოს საკვები.image

4) დაიწყეთ დავალების შესრულება ყველაზე რთული საგნებით. მათემათიკა, ქართული ენა, უცხო ენა. შემდეგ გადადით უფრო მარტივებზე და საინტერესოებზე. ლექსები ისწავლეთ ერთად, ასე უფრო მხიარული და საინტერესო იქნება.


5) თქვენ დაეხმარებით ბავშვს ისწავლოს საშინაო დავალების გაკეთება უპრობლემოდ, თუ გამოიმუშავებთ მომზადების ინდივიდუალურ სქემას. თქვენი ბავშვის მიდრეკილებიდან გამომდინარე, დავალების შესრულებამ შეიძლება მიიღოს სათამაშო ხასიათი. მაგალითად საჭიროა ამოცანის ამოხსნა. არ არის აუცილებელი ეს მოხდეს მაგიდასთან. ასწავლეთ თქვენ შვილს გამოიყენოს მხედველობითი მასალა და დამხმარე საშუალებები, მათემათიკური ამოცანის გადაჭრაში. როდესაც პასუხი ნაპოვნი იქნება მოსწავლეს ისღა დაღჩება გადაიტანოს ფურცელზე ის მოქმედებები რაც მან გაკეთა ნივთების დახმარებით.


6)აუცილებლად გააკეთეთ 10 წუთიანი შესვენებები სხვადასხვა საგნებს შორის. არ დააძალოთ ბავშვს იჯდეს მაგიდასთან 30 წუთზე მეტი შეუსვენებლად. ყველა საგნის დავალების შესრულების დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს.

image

7) თუ ბავშვს არ გამოსდის რომელიმე ამოცანა არასოდეს უთხრათ უარი მას დახმარებაზე. თუ ახსნის შემდეგ თქვენს წინ ხედავთ გაუგებარ გამოხედვას, შეეშვით ამ ამოცანას და გადადით შემდეგზე, ამას კი დაუბრუნდით მოგივიანებით.

image

8)თუ თქვენ ოჯახში ბავშვი საშინაო დავალებას აკეთებს თვითონ, და თქვენ მხოლოდ ამოწმებთ მას სამსახურიდან დაბრუნებული, მაშინ არ შეხვდეთ ბავშვს სიტყვებით "ისწავლე გაკვეთილები?". ისაუბრეთ თქვენს ბავშვთან სხვადასხვა თემაზე, ეცადეთ მოგიყვეთ როგორ მიდის მისი საქმეები, ჯანმრთელობა. დაე იგრძნოს რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია ის და არა საშინაო დავალება.










0
83
4-ს მოსწონს
ავტორი:მათე შენგელია
მათე შენგელია
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0