x
image
K.P.
რატომ გაუშვა ნანუკა ჟორჟოლიანმა ქალიშვილი ქმართან ერთად საზღვარგარეთ საცხოვრებლად?
image

ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციაში გადაბარგების შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანის მეუღლე ირაკლი კოდუა საცხოვრებლად საზღვარგარეთ გადავიდა. ნანუკას მტკიცებით 7 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ეს განშორება საჭიროც კი იყო, სიყვარული უფრო გაძლიერდაო.

ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძეც აღარ ჩანს ტელეეკრანზე. როგორც გაირკვა, მარიამი ახლა მამინაცვალთან, ირაკლი კოდუასთან, ერთად ბუდაპეშტში ცხოვრობს. გოგონა ამერიკულ სკოლაში სწავლობს. ნანუკა ქალიშვილის განათლებაში დიდ ინვესტიციას დებს, 8 მასწავლებელთან დაჰყავს და ცდილობს ყველა სურვილი აუსრულოს. ნანუკას მეუღლემ საზღვარგარეთ ენის შესწავლა დაიწყო და წვრილ-წვრილი საქმეებითაა დაკავებული. "ირაკლიმ თავისთან წაიყვანა უფროსი შვილი, გიორგი კოდუა. გიორგიც იქ სწავლობს და ჩემი მარიამიც ირაკლისთან გავგზავნე. ახლა ორივე ბუდაპეშტში არიან, ირაკლიმ მარიამის გამო ქალაქი შეიცვალა, მარიამი მასთანაა, ძალიან მაგარ ამერიკულ სკოლაში სწავლობს"-გვიამბობს ნანუკა.

image


ნანუკა თვლის, რომ არ არის აუცილებელი ქალიშვილი ბრენდებით შემოსოს და ურჩევს ჩაცმა-დახურვაზე ეკონომია გააკეთოს, დაზოგილი თანხა კი უფრო ღირებულისა და სასიამოვნოსთვის, მაგალითად მოგზაურობისთვის გადაინახოს. ნანუკას მტკიცებით, მას რომ ამდენი უცხო ენა სცოდნოდა და ამდენი ინვესტიცია ჩაედოთ მასში მეტად პერსპექტიული იქნებოდა. ჟურნალისტი ქალიშვილს 20 წლამდე გათხოვებას უკრძალავს, მარიამი თუ ამას გააკეთებს ჩათვალოს, რომ დედა აღარ ჰყავსო. ვუსურვოთ ოჯახს წარმატებები...

imageimage

1
1617
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1617
  
2014, 24 თებერვალი, 15:50
რეგვენია და მაგიტო :D
0 1 1