სხვა დაკარგული ბავშვები 2014, 17 თებერვალი, 13:54 ისტორია ბევრ ისეთ ფაქტს იცნობს, როცა ადამიანის ნაშიერი მიზეზთა და მიზეზთა გამო ცხოველებმა გაზარდეს. რა უცნაურიც უნდაიყოს, ეს მაუგლები არა მარტო სიცოცხლეს ინარჩუნებდენ, არამედ ჯოგის სრულუფლებიანი წევრებიც ხდებოდნენ. 1980 წელს ერთ-ერთი ოჯახიდან დაიკარგა ახალშობილი გოგონა, სახელად აზირა. ეგონათ, რომ ჩვილი ველურმა ძაღლმა დინგომ მოიტ- აცა. რამდენიმე წლის შემდეგ აზირა ტყეში იპოვეს. იგი კენგურუებთან ერ- თად ცხოვრობდა და თანაც ჯოგის წინამძღოლი იყო, კენგურუსავით ხტოდა, ბალახით, პატარა ცხოველებითა და მწერებით იკვებებოდა. გოგონასთან ახლოს მისვლა ვერავინ მოახერხა. მაუგლებთან დაკავშირებული ზოგიერთი მოვლენა ძნელი ასახს- ნელია. 1797 წელს ტარნას ტყეში(სამხრეთ საფრანგეთი) გლეხმა შეამ- ჩნია შიშველი და თმაგაჩეჩილი უცნაური ბიჭი. იგი რამდენჯერმე დაი- ჭირეს, მაგრამ ტყვეობიდან გაქცევას ყოველთვის ახერხებდა.დაადგინეს, რომ ბიჭი 9 წლის იყო, ზამთარ-ზაფხულ ტყეში ცხოვრობდა და შიშველ-ტიტველი დატანტალებდა. 1800 წლის იანვარში ბიჭი კვლავ დაიჭირეს და საავადმყოფოში გააგზავნეს. იგი ისტორიაში ავერონელი ველური ბიჭის, ვიქტორის სახელით შევიდა. აღმოჩნდა, რომ ვიქტორს აბსოლუტურად უგრძნობი კანი ჰქონდა. შეეძლო შიშველი ხელით აეღო ნაკვერჩხალი, ცეცხლში შეეყო ხელები, არც ძლიერი სიცივე აწუხებდა. გარდა ამისა, ზოგიერთ სუნს ვერ აღიქ- ვამდა და ხმამაღალ ბგერებზე არ რეაგირებდა, თუმცა ყრუ არ იყო. ვიქტორი პარიზის ყრუ-მუნჯთა ინსტიტუტში მოათავსეს. იქ ცდა არ დაუკლიათ, რომ ბიჭი ცივილიზაციის წიაღში დაებრუნებინათ, მაგრამ მან ლაპარაკი მაინც ვერ ისწავლა, მხოლოდ ოჯახური საქმეების კეთება შეეძლო. ვიქტორი 1828 წელს 40 წლისა გარდაიცვალა. 527 7-ს მოსწონს
|