საზოგადოება საქართველოს ბანკმა "საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი" დააფუძნა 2014, 15 თებერვალი, 13:56 საქართველოს ბანკი ახალ პროექტს იწყებს. 2014 წლის სექტემბერში საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი 50 სტუდენტს მიიღებს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე . ისინი მაგისტრის ხარისხის მისაღებად 2 წლის განმავლობაში ისწავლიან. აქედან 10 სტუდენტი მიიღებს სრულ დაფინანსებას, ხოლო მომდევნო 20 ისარგებლებს გადახდის მოქნილი გრაფიკით, კერძოდ 7 წლიან სასწავლო სესხს მიიღებს. საქართველოს ბანკი პირველია ქართულ რეალობაში, რომელმაც უნივერსიტეტის შექმნის იდეა განახორციელა. უნივერსიტეტის რექტორი აკაკი ხელაძეა. უკვე მომავალში ამავე უნივერსიტეტში სტუდენტები ბაკალავრიატში სწავლასაც შეძლებენ. 41 16-ს მოსწონს
|