x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
შეიქმნა ახალი ეკლესია, სადაც მოძღვარს ტანისამოსი არ აცვია(+ ვიდეო )

imageახლადშექმნილი რელიგიების სიმრავლით დღევანდელ დღეს ვერავის გააკვირვებ, მაგრამ მათ რიცხვს კიდევ ერთი მათგანი შეემატა და თანაც ისეთი, სადაც ლოცვა სრულიად შიშველსაც შეგიძლია. მოძღვარიც შესაბამისად დედიშობილაა.

ვირჯინიის შტატში, საუტგემპტონის ოლქში არსებობს "თეთრი კუდის ეკლესია". აქ ადრე მოძღვარის გარეშე იკრიბებოდნენ, მაგრამ ახლა მღვდელიც ჰყავთ და წირვა-ლოცვასთან ერთად სიხარულით შეეგებება მიმსვლელებს. მათი მღვდელია ალენ პარკერი. მან გადაწყვიტა, რომ სხვა ეკლესიების ღვთისმსახურების ტანსაცმელი არ შეეფერება მის ტაძარს და როგორც თვითონ უნდოდა ისე უნდა წარმდგარიყო მრევლის წინაშე.

მან თავისი საკუთარი თეორია წამოაყენა, სადაც აღნიშნავს, რომ ბიბლიაში აღწერილი ბევრი ამბავი ისე მოხდა, რომ ტანსაცმელი არ ეცვათ. ამათშივე აერთიანებს ქრისტეს ჯვარზე გაკვრას და მის ბრწყინვალე აღდგომას. უფალიც ხომ ტანისამოსის გარეშე დაიბადა და ასევე ამაღლდა ზეცადო. რადგან უფალმა ადამიანი შიშველი დაბადა, ეს ნიშნავს, რომ სიშიშვლე სირცხვილი არააო. მისი თეორიის თანახმად, თუ ადამიანი ტანზე გაიხდის, დარჩება მხოლოდ სულიერი სიმდიდრე. მას არ დავიწყებია ადამი და ევა.image

მოძღვარის მტკიცებულებების მიუხედავად, მრევლის დიდი ნაწილი სალოცავად ჩაცმული მიდის. ამის ერთ-ერთი მიზეზი ზამთარიცაა. ზოგი მათგანი კი სიცივის მიუხედავად მაინც ინარჩუნებენ ნუდისტურ წესს. ბევრი საკუთარ ქორწილშიც კი შიშველი იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მღვდელიც დედიშობილა სწერდა ჯვარს. სამწუხაროდ მაყრიონის უმეტესობა ნეფე დედოფლის სხეულების თვალიერებით უფრო არის ხოლმე გართული, ვიდრე ჯვრისწერის ცერემონიალით. მრევლს ეს არ ადარდებს, მათ მოსწონთ მოძღვარის მიერ ახსნილი ბიბლია.

3
194
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
194
  
2014, 16 თებერვალი, 10:09
საინტერესოა
2014, 15 თებერვალი, 16:50
ტიპიური ეშმაკის მოციქულები,რომლებიც ეკლესიას ეფარებიან...
0 1 3