x
image
ლექსო
Rolling Stones-ი თავისი ცხოვრების ისტორიას გადაიღებს
როკის ლეგენდის, The Rolling Stones-ის, ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიმდინარეობს ჯგუფის დოკუმენტურ ქრონიკაზე მუშაობა. ფილმის ეკრანებზე გამოსვლა 2012 წლის სექტემბრისთვის ივარაუდება.

ეს დოკუმენტური სურათი The Rolling Stones-ის არსებობის 50-წლიან ისტორიაზე პირველი ნამუშევარი იქნება, რომელიც 1962 წლიდან ჯგუფის განვითარების ყველა ნაბიჯს გაადევნებს თვალს.

პროდიუსერები თავად ჯგუფის წევრები იქნებიან, ასევე ვიქტორია პირმენი (Victoria Pearman) და მორგან ნევილი (Morgan Neville). ფილმის რეჟისორი ბრეტ მორგენი (Brett Morgen) იქნება.

რეჟისორისთვის ხელმისაწვდომი იქნება ჯგუფის წევრების პირადი არქივები, აიღებს მათგან იმდენ ინტერვიუს, რამდენიც სურათს დასჭირდება. მორგენის სიტყვით, მისი ფილმი "ხმოვან ტილოს შექმნის, რომელიც მის მნახველს The Rolling Stones-ის სამყაროში გადაიყვანს და ჯგუფის ორიგინალურ, კაშკაშა, სექსუალურ და სახიფათო არომატს დააფრქვევს".


უფრო ადრე მარტინ სკორსეზემ (Martin Scorsese) ჯგუფზე დოკუმენტური ფილმი "The Rolling Stones. და იქმნას ნათელი" (Shine a Light, 2008) გადაიღო, რომელიც 2005-2007 წლების საგასტროლო ტურნეს (A Bigger Bang Tour) ფარგლემში ჩატარებულ კონცერტს ეძღვნება.

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:ლექსო
ლექსო
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0