x
image
მანჩო 777
ცნობილი პოლიტიკოსების ათი ყველაზე ცნობილი ავტომობილი
ცნობილ პოლიტიკოსებს, როგორც წესი, ჰყავთ პერსონალური მძღოლები და ტყვიაგაუმტარი შრეებით დაფარული დიდი სედანებით გადაადგილდებიან, თუმცა ბევრი მათგანი ლამაზი და ძვირფასი ავტომობილების დიდი მოყვარულია და საკუთარ მფლობელობაში ასეთი ავტომობილების საკმაოდ დიდი კოლექციაც აქვთ. გადავხედოთ წარსულს და ვნახოთ, რომელი პოლიტიკოსი რომელ ავტოს აძლევდა უპირატესობას.


image

თუმცა ინგლისის დედოფალს ელიზაბეტს არ აქვს მართვის მოწმობა, მას, როგორც გამორჩეულ პოლიტიკურ ფიგურას, ნებადართული აქვს ავტომობილის ტარება განსაკუთებულ შემთხვევებში. მეორე მსოფლიო ომის წლებში დედოფალი ჩაეწერა თავდაცვის ქალთა რაზმში და გაიარა სანიტარული მანქანის მექანიკოს-მძღოლის კურსები. ესეიგი, თეორიულად მას შეუძლია მანქანის რემონტი. დედოფალი დიდი ხნის განმავლობაში ძალიან იყო მიჯაჭვული ავტომანქანა Land Rover Defender 90-ზე, მაგრამ ამ სურათზე მას ხედავთ საკმაოდ თანამედროვე Range Rover-ის საჭესთან, თუმცა ცხადია, რომ ამ მანქანის ტარება მისთვის იოლი არაა.


image


რა სჯობია:მოხიბლო გოგონები როგორც მსახიობმა თუ როგორც პრეზიდენტმა? რონალდ რეიგანმა ერთიც და მეორეც გამოსცადა. პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონს ჰყავდა ავტომანქანა Amphicar-ი, ბილ კლინტონს-ცისფერი კაბრიოლეტი Mustang-ი, მაგრამ რეიგანის Jeep CJ-8 Scrambler-ს ვერცერთი ვერ შეედრებოდა.


image

ადოლფ ჰიტლერს მისმა წიგნმა "Mein Kampf" სიმდიდრე და უზრუნველი ცხოვრება მოუტანა. კიდევ ციხეში ყოფნის დროს მან წერილი მისწერა Mercedes-Benz-ის დილერს თხოვნით დახმარებოდა მას Mercedes-Benz 11/40-ის ყიდვაში-ეს მანქანა მისი ოცნების ავტომობილი იყო. დილერმა უარი შეუთვალა ჰიტლერს, თუმცა სულ მალე მას ამ ავტომანაქანების მთელი არმიის ყიდვა შეეძლო. სხვათა შორის, მან ერთ-ერთი ასეთი Mercedes-Benz ნეპალის მეფეს აჩუქა. ერთადერთი უხერხულობა ამ ჩუქებაში ის იყო, რომ ამ დროისათვის ნეპალში სრულებით არ იყო გზები და ავტომობილი ათეულობით ადამიანმა ზურგით ჩაიტანა დედაქალაქამდე, მაგრამ, როგორც იტყვიან:" ნაჩუქარ მერსედესს კბილი არ ესინჯებაო".


image

და ისევ ამერიკის პრეზიდენტი. როგორც ჭეშმარიტი ტეხასელი, ჯორჯ ბუშიც დიდ პიკაპებს ანიჭებდა უპირატესობას, თუმცა მასზე სიარული მას მხოლოდ თავისი რანჩოს ტერიტორიაზე შეეძლო: უფრო შორს დაცვა არ უშვებდა. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი Ford-ის ფანატია. მისი ყველაზე ცნობილი ავტო იყო F-150 King Ranch 4x4 SuperCrew 1990 წლის გამოშვების. ამ ცოტაოდენი ხნის წინათ ბუშმა ეს ავტომობილი საქველმოქმედო აუქციონზე გაიტანა. ვარაუდობდნენ მის გაყიდვას 600 000 დოლარად, მაგრამ მხოლოდ ამ თანხის ნახევრად მოხერხდა მანქანის გაყიდვა.


image

ფრანგ პოლიტიკოსებს ძალიან უყვართ Citroen-ი. ისტორიაში პირველი DS-ით გადაადგილდებოდა შარლ დე გოლი. ამ მანქანამ მისი სიცოცხლე გადაარჩინა: 1962 წელს პარიზის გარეუბანში დაცხრილეს პრეზიდენტის კორტეჟი, მძღოლმა სწარაფად იმანევრირა და ავტომანქანა სროლის ზონიდან სწრაფად გამოიყვანა. ნასროლი 150 ტყვიიდან მანქანას მხოლოდ 6 მოხვდა და მასში მსხდომნი სრულებით უვნებელი გადარჩნენ.


image

თავისი პირველი Hummer N1 კალიფორნიის გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა იყიდა 1992 წელს, როგორც კი ბაზარზე მისი სამოქალაქო ვერსია გამოჩნდა.2, 9 ტონა სიმძიმის და 2 მეტრი სიგანის ავტომობილი შესანიშნავად ეხამებოდა ცნობილი მსახიობის იმიჯს. არნოლდს სხვა უამრავი მანანაც ჰყავდა, მაგრამ მას ისე მოეწონა Hummer-ი, რომ ცნობილი "ტერმინატორის" გარაჟში 7 ასეთი მანქანა გაჩნდა, რომელთა საერთო ღირებულება 800 000 დოლარს აღწევდა.


image

ჩვენი სია არასრული იქნებოდა ვლადიმერ პუტინის "Нива"-ს გარეშე. არ გეგონოთ, რომ ეს უბრალო "Нива"-ა, ის სპეცშეკვეთითაა დამზადებული. კაპოტის ქვეშ 1, 9 ლიტრიანი ძრავაა 140 ცხენის ძალის სიმძლავრით.


image

მუამარ კადაფის ბუნკერში აჯანყებულებმა არაჩვეულებრივი Fiat 500 აღმოაჩინეს. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ მანქანა ელექტრული იყო. ეს იყო აბსოლუტურად განსაკუთრებული Fiat 500, რომლის ღირებულება 130 000 დოლარს შეადგენდა. ავტომობილი დაამზადეს შეკვეთით 2009 წელს. დამტენი მოწყობილობა დამალული იყო აფრიკელი მმართველისგამოსახულებიანი ლოგოტიპის ქვეშ. ამბობენ, რომ მანქანა იმდენად ინოვაციური იყო, რომ მისი ბატარეების დატენვას სულ 10 წუთი სჭირდებოდა.


image

2012 წელს თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა, მას შემდეგ, რაც პროფესიონალ რბოლას დაესწრო, აღტაცებული დარჩა სპორტის ამ სახეობით და თავადაც მოინდომა მასში მონაწილეობის მიღება. მაყურებელთა გასაოცრად, მან ყველას გაუსწრო და გამარჯვებული გახდა. ტრეკზე პრეზიდენტი Bugatti Veyron-ით გამოცხადდა, რომელიც შეღებილი იყო ქვეყნის ეროვნული დროშის ფერებში. რბოლის შემდეგ ბერდიმუჰამედოვმა მანქანა სპორტისა და ტურიზმის კომიტეტს გადასცა საჩუქრად. ასეთი რამ მხოლოდ ზღაპრებში ხდება-ალბათ დამეთანხმებით.


image

ნელსონ მანდელა ადამიანის უფლებებისათვის მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნება იყო. ის ციხეში 27 წელი იჯდა. აპარტეიდის რეჟიმის დამხობის შემდეგ Daimler Chrysler -ის სამხრეთაფრიკული განყოფილება სამშობლოში დაბრუნდა და მისმა მუშებმა გადაწყვიტეს სპეციალური Mercedes-ი ეჩუქებინათ მანდელასათვის. ისინი განსაკუთრებული მონდომებით მუშაობდნენ და ეს შრომა შთაგონებული იყო ნამდვილი სიყვარულით. წითელი ფერის 500SE-ს ჰქონდა გრავირებული აფრიკული დროშა და პერსონალური სანომრე ნიშანი ნელსონ მანდელას ინიციალებით. მანქანის აწყობის დროს ისეთი გულმოდგინება იყო გამოვლენილი, რომ ალბათ ეს იყო ყველაზე საუკეთესო Mercedes-ი, რაც კი ოდესმე კონვეიერიდან ჩამოსულა.

0
181
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0