x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508647
XXI საუკუნეში სასაფლაოს დარაჯობენ, რომ კუდიანებმა მიცვალებულები არ შეჭამონ, შებყრობილებს კი კოცონზე წვავენ
imageინციდენტები 21-ე საუკუნეში ხდება. წყნარი ოკეანის კუნძულ პაპუა-გვინეაზე, მაღალმთიან რეგიონში, ავსტრალიიდან 150 კილომეტრში. კუდიანების კოცონზე დაწვა, ჯადოქრობა ისეა აქ გავრცელებული, თითქოს შუა საუკუნეებში ვიმყოფებით. ეს იმ ფონზე ხდება, როცა ჯიბეში მობილური ტელეფონები აქვთ. მათ ისევ სჯერათ შავი მაგიის, სახელად-სანგუმის.

ქვეყანაში შვიდი მილიონი ადამიანია. მათი 80% მთაში ცხოვრობს, დასახლებული ადგილებიდან მოშორებით და მამაკაცების უმრავლესობა მშვილდ-ისარს ატარებს.

კუდიანებზე მონადირეთა მსხვერპლი ნებისმიერი სქესის ადამიანი შეიძლება იყოს, მაგრამ უფრო ხშირად ქალები ხდებიან. ბრალდადებულ კუდიანებს ჩამოახრჩობდნენ, წყალში ჩაახრჩობდნენ ან კოცონზე წვავდნენ.

სასაფლაოს მაჩეტეებით შეიარაღებული მცველები დარაჯობენ, რომ არ მოვიდეს სანგუმი და არ შეჭამოს ახლადდამარხული მიცვალებულები.


მარტო სიმბის პროვინციაში ერთი წლის მანძილზე 200-მდე "კუდიანი" მოკლეს. ისინი ცოცხლად დაწვეს ან ცოცხლად დამარხეს. კუდიანობა კი შეიძლება დააბრალონ ნებისმიერი უიღბლობის ან ავადმყოფობის შემთხვევაში. image

რასტა ტუბა 2003 წელს დაიჭირა ბრბომ და კუდიანობაში დასდო ბრალი. რასტამ გაქცევა სცადა, მაგრამ დაიჭირეს და ერთი ხელი მაჩეტეთი მოაჭრეს, მეორეზე კი ერთი თითი. მერე თვალახვეული დასვეს ბრბოს შუაგულში და სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს.

2011 წელს დინი კორულიც დაადანაშაულეს კუდიანობაში მხოლოდ იმიტომ, რომ მას მოუკვდა 22 წლის ვაჟი კუჭ-ნაწლავის ინფექციით. ახლობლებმა შეძლეს მისი გაპარება და დღემდე მკურნალობს. მასაც და მის ქმარსაც ეშინიათ სახლში ჩასვლის.

20 წლის ქალი, ორი შვილის დედა ერთ-ერთ სოფელში იმიტომ დასაჯეს, რომ ადგილობრივ საავადმყოფოში გარდაიცვალა 6 წლის ბიჭი. რაც უფრო მეტს ყვიროდა ქალი, მით მეტ ბენზინს ასხავდნენ და წვავდნენ.

სასაფლაოს გარშემო კი დღესაც მორიგეობენ მაჩეტეებით და თვითნაკეთი იარაღით აღჭურვილი ადგილობრივები და დარაჯობენ მიცვალებულებს. ესვრიან ნებისმიერ მოძრავ წერტილს, მათ შორის ცხოველებსაც, რადგან ფიქრობენ, რომ ავი სულები მათ სხეულებსაც იყენებენ.

3
630
10-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
630
  
2014, 13 თებერვალი, 14:17
მებრალება ასეთი ხალხი:(
რა სიყრუეა,რა სიბნელე საცოდავი ხალხი ვინც ამათ გამო დაიხოცა
2014, 13 თებერვალი, 12:10
ეგეთი ტვინშერყეულები ერთიანად უნდა ამოწყვიტო :@
0 1 3