x
image
K.P.
თიკო სადუნიშვილი: "საქართველოში ნარკოტიკების მიღების შემდეგ ვიგრუზები"
imageთიკო სადუნიშვილი ყველასათვის ცნობილი ტელეწამყვანი გახლავთ. ყოველთვის ჭორების ქარ-ცეცხლში ტრიალებს, თუმცა ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა. როგორც გაირკვა შესაძლოა ის სულ მალე "რუსთავი 2"-ზე ვიხილოთ, გადაცემით "tbilisi live".

სულ ცოტა ხნის წინ თიკო გადაცემაში "მძიმე კაცთან" იყო სტუმრად. სადაც მან განაცხადა, რომ ყველაზე დიდ სიამოვნებას გართობით იღებს. რაშიც ნარკოტიკებიც მოიაზრება. ტელეწამყვანს დაგემოვნებული აქვს მარიხუანა, ექსტაზი და ჰერონი. მანვე აღნიშნა, რომ ნარკოტიკი საზღვარგარეთ გასინჯა, საქართველოში არ მომწონს, ვიგრუზებიო.


სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თიკოს დედობის უფლება ჩამოართვეს, (ტელეწამყვანს უიღბლო ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს) რასაც თავად უარყოფს. მისი მტკიცებით ეს ყველაფერი უბრალოდ ცუდად მოფიქრებული ჭორია და ამის შესახებ ღია წერილიც კი დაწერა. მიუხედავად ტელეწამყვანის მტკიცებისა აღმოჩნდა, რომ შვილი დედასთან არ ცხოვრობს. "ჩემი შვილი დედაჩემთან ცხოვრობს, კვირაში ორი დღე მამამისთან, ჩემთანაც არის, განაწილებული გვყავს, იმიტომ, რომ მე ვერ ვახერხებ ყოველდღიურად ისეთი დედობა გავუწიო, როგორიც საჭიროა. სანამ ძიძა მყავდა კიდევ ვახერხებდით ერთად ცხოვრებას"-გვიამბო თიკომ.


თიკოს პირად ცხოვრებაშიც სიახლეებია, როგორც ამტკიცებს შეყვარებულია. ვუსურვოთ მას წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

image

2
1417
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1417
  
2014, 21 თებერვალი, 0:18
ბედნიერება და წარმატება კი არადა ვუსურვოთ გონს მოეგოს .ქალის უპირველესი დანიშნულება ეს დედობაა..რაც გვთისგან მონიჭებული მადლია,ეს ვითომდა და ვიპ ელიტა ძალიან სასაცილოდ ჩანს ჩემს თვალში,იმის დრო რჩება რომ კლაბებში ათენოს,ნარკოტიკებით ვითომცდა ინებივროს,საზღვარგარეთ ქუთალსლების არ იყოს იშტრიკინოს:))) და შვილისთვის დრო არ რჩება.აღარ ხარ თიკო 18 წლის...დროა დრო.თორემ ...დროს უკავ ნერ დაბრუნებ,დამიჯერე
2014, 13 თებერვალი, 23:11
მაგარია
0 1 2