x
image
maia
ცნობილი მარტოხელა ვარსკვლავი-მამაკაცები, რომელთანაც პაემანზე უარს ვერ იტყვით
ყველა ქალბატონს გულის სიღრმეში ჰყავს თავისი საოცნებო ვარსკვლავი-მამაკაცი, რომელთანაც რომანტიკულ პაემანზე უარს ვერ იტყვის.

ვარსკვლავ-მამაკაცებს შორის მოიძებნებიან ისეთები, რომლებიც ამჯერად დაკავებული არ არიან, მათი გული თავისუფალია და მომავალ სიყვარულს ელოდება.


ბრედლი კუპერი-39 წლის

მარტოხელა მამაკაცი, რომელიც ბოლო პერიოდში მეტად აქტიურად არის დაკავებული კინო-გადაღებებით და პოპულარობის ზენიტშიც იმყოფება. ბრედლი წინასაოსკარო მოლოდინშია ახალი ფილმში "თაღლითობა ამერიკულად" შესრულებული როლისთვის. ის ქალბატონების საოცნებო და სასურველ მამაკაცად ითვლება.


image


ბენედიქტ კამბერბეტჩი-37 წლის

ინტელექტი სექსუალურობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი პარამეტრია, რასაც შერლოკ ჰოლმსის როლის შემსრულებელი ბენედიქტ კამბერბეტჩი ადასტურებს.

მოხიბლა რა მსოფლიოს ქალბატონები შერლოკ ჰოლმსის როლში, ბრიტანულ გამოკითხვაში ბენედიქტმა პოპულარობით გაუსწრო ლეონარდო დიკაპრიოს და დევიდ ბექჰემს. ბრიტანელი

ქალბატონების უმრავლესობამ ინტელექტუალი ბენედიქტის

კომპანიაში ვახშმობა ამჯობინა, სხვა ცნობილ მამაკაცებთან შეხვედრას.

image

image


ორლანდო ბლუმი- 37 წლის

გასული წლის ბოლოს ორლანდო დაშორდა მირანდა კერის და მაშინვე აღმოჩნდა სასურველი მარტოხელების სიაში. ყოფილი მეუღლისგან განსხვავებით, ორლანდო ინაჩუნებს ნეიტრალიტეტს და ახალ ურთიერთობაში შემჩნეული არ არის. ორლანდოს გულზე მონადირე ქალბატონებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მას საყვარელი ბიჭუნა ფლინი ყავს, რომელთანაც მთელ თავისუფალ დროს ატარებს.

image


მაიკლ ფასბენდერი- 36 წლის

ბოლო წლების განმავლობაში მაიკლ ფასბენდერი მონაწილეობდა მეტ-ნაკლებად ცნობილ ჰოლივუდურ ფილმებში -"მონობის 12 წელი", "მრჩეველი".. და მისმა პოპულარობამაც იმატა..

image


ლეონარდო დიკაპრიო- 39 წლის

სანამ ლეო სანუკვარი ოსკარის მიღებას ელოდება, მისი გული თავისუფალია და ახალი სიყვარულის ძიებაშია.

თუმცა ლეონარდოს უფრო ქერათმიანი ლამაზმანები იზიდავს. ფილმის "მგელი უოლტ-სტრიტიდან" მთავარი გმირის მკლავებში ნებივრობდნენ ბარ რაფაელი, ტონი გარნი, ერინ ჰიტერტონი, ბლეიკ ლაივლი..მხოლოდ მოდელმა კარა დელავინმა გაისტუმრა უარით დიკაპრიო, მან ალბათ კარგად იცოდა, რომ ლეოს გულის მოგებაზე რთული მისი შენარჩუნებაა.

image


ჯარედ ლეტო-42 წლის

როგორც ჩანს როლების შერჩევას ჯარედი უფრო ყურადღებით ეკიდება, ვიდრე ცხოვრების თანამგზავრის. ყვითელი პრესა ლურჯთვალება მსახიობს მიაწერს რომანებს პერის ჰილტონთან, ლინდსი ლოჰანთან და მოდელ კატარინა დამთან. წუთიერი ინტრიგების გარდა მსახიობსა და მუსიკოსს ჰქონდა ხანგრძლივი ურთიერთობა კამერონ დიასთან და სკარლეტ იოჰანსონთან.

Screen Actors Guild Awards-ზე "დალასელი მყიდველების კლუბის" ვარსკვლავი დედასთან ერთად გამოცხადდა.

image


ჯუდ ლოუ- 41 წლის

ჯუდ ლოუს რომანების ჩამონათვალში, რომელსაც ტაბლოიდები მიაწერენ მსახიობს, შეიძლება სათვალავი აგერიოს. ჯუდ ლოუ კი კვლავ ჰოლივუდის ერთ-ერთ მთავარ მარტოხელად რჩება. მისმა თაყვანისმცემელმა ქალბატონებმა კი უნდა გაითვალისწინონ, რომ სიენა მილერთან მსახიობის რომანი დასრულდა მას შემდეგ, რაც ლოუს ძიძის საზოგადოებაში მიუსწრეს.


image

3
162
9-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
162
  
2014, 25 მარტი, 19:30
ჯარედი და ლეო უმაგრესები არიან !!!
2014, 14 თებერვალი, 11:41
ჯუდიიიიი :):)თუმცა მე სულ სხვასთან ვოცნებობ პაემანს,ამათთან შედარებით უფრო რეალურთან,თუმცა მაინც რთულად განსახორციელებადია ესეც :D:D:D
პ.ს გამიკვირდა ამათი მარტოხელობა და ა მჯერა რღაც მე ეს :P
2014, 14 თებერვალი, 1:35
ლეონარდო და ჯარედი მაგრამ არმინდა )
0 1 3