გაზეთები, ტელევიზია და აფიშები ამ დღის მოახლოებას ყოველ წლიურად გვაუწყებენ, ვიგებთ რომ 14 თებერვალი მღვდელი ვალენტინის მოსახსენიებელი დღეა, რომელიც ჩუმად აუღლებდა შეყვარებულებს.ვინ იყო ვალენტინი? არის, კი 14 თებერვალი ქრისტიანული დღესასწაული? 14 თებერვალს რომის კათოლიკური ეკლესია ორ წმინდანს უკავშირებს:რომაელ მღვდელს ვალენტინს და ტერნის ეპისკოპოსს, ორივე წმინდანი კლავდიუს მეორის მეფობის დროს 269წ. ეწამა.იგი შყვარებულების მფარველ წმინდანად მიიჩნეოდა. მართმადიდებელი ეკლესია 14 თებერვალს არ მოიხსენიებს ვალენტინის სახელით. ამრიგად ვალენტინის დღესასწაული სრულიად უცხოა მართმადიდებლური სამყაროსათვის.