x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138450
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
კალიფორნიაში უსისხლო ბავშვი დაიბადა

imageექიმებისათვის ეს იყო სენსაცია, ბავშვის მშობლებისათვის კი ნამდვილი შოკი: კალიფორნიაში დაბადებული პატარა გოგონა უსისხლო აღმოჩნდა.

როგორც ყველა მშობელს, კალიფორნიელ ჯენიფერ ჟუარესსა და მის მეუღლეს ჯოშსაც ძალიან უხარიათ შვილის შეძენა, მით უმეტეს, რომ მათ ამ ბედნიერების შანსი 2013 წლის იანვარში ხელიდან გამოეცალათ მას შემდეგ, რაც მშობიარობის თარიღამდე სამი კვირით ადრე ორსულობა შეწყდა.მკურნალობის შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ დაახლოებით ერთი წლის შემდეგ წყვილს პატარა გოგონა შეეძინათ.მშობიარობა საკეისრო კვეთით განხორციელდა და უმალ ექიმების გაოცება გამოიწვია, რადგან პატარას სხეული სრულიად თეთრი იყო.მედიკოსებმა დიაგნოზი მალევე დასვეს: პატარას ჰქონდა მწვავე ანემია, მან დედის მუცელშივე დაკარგა თავისი სისხლის 80%.თუ რამ გამოიწვია ასეთი ანომალური შედეგი, ექიმებისათვის ამოუხსნელია.საბედნიეროდ, მათ სისხლის გადასხმის შედეგად მოახერხეს გოგონას სიცოცხლის გადარჩენა.

მსოფლიო ისტორიის ახლო წარსულიდან ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც სამყაროს მწვავე ანემიის შედეგად თითქმის უსისხლო ბავშვი მოევლინა.პირველი ასეთი სენსაცია დაფიქსირდა ორი წლის წინათ ინგლისში, სადაც ოლივია ბირმანი სწორედ მსგავსი პრობლემით დაიბადა, იგი იმდენად თეთრი იყო, რომ მოჩვენებას ჰგავდა და იმ შემთხვევაშიც სიცოცხლის გადარჩენა სისხლის გადასხმებით მოხერხდა.

1
190
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
190
  
2014, 12 თებერვალი, 13:01
პატარები :(
0 1 1