სხვა არასოდეს დანებდეთ, სასოწარკვეთილების გარეშე ცხოვრების რეალური მაგალითი 2014, 12 თებერვალი, 12:05 უამრავი შემთხვევა ვიცით, როდესაც ავტოსაგზაო თუ სხვა უბედური შემთხვევის დროს დაკარგული ზედა თუ ქვედა კიდურების გამო ადამიანი სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილა და გაუგრძელებია ცხოვრება ისე, თითქოს ზედმეტი ტვირთი იყოს დედამიწაზე, ბევრის შემთხვევაში კი თვითმკვლელობით თუ არა, მისი მცდელობითაც ჩაუვლია ცხოვრებას. თუმცა ისიც უნდა ავღნიშნოდ, რომ ძლიერი სულის ადამიანები იშვიათია, რომლებიც ცხოვრების მძიმე გამოცდას უძლებენ და ჩვეული რითმით აგრძელებენ ასპარეზობას ცხოვრებაში. ამის ცოცხალი მაგალითია ექიმი-ქირურგი Ted Rummel-ი ამერიკიდან, კერძოდ მისსურის შტატიდან, რომელიც 2010 წლიდან წელს წვემოთ პარალიზებულია და მიუხედავად ამისა არის ხალხის სამსახურში.
როგორც უკვე მიხვდით და იხილეთ ამ ფოტოებიდან, ქირურგი მიჯაჭვულია ხეიბართა ეტლს, რომლითაც შეუძლია ვერტიკალურ მდგომარეობაშიც ყოფნა, რაც ხელს არ უშლის ურთულესი ოპერაციის შესრულებაში. ეს კაცი მაგალითია ძლიერი სულის ადამიანობის, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ქებასა და პატივისცემას, ვინაიდან მრავალი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეუნარჩუნებია. 75 9-ს მოსწონს
|