x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
გარდაიცვალა ჯულია რობერტსის უმცროსი და. თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?

imageჰოლივუდის მსახიობის ჯულია რობერტსის უმცროსი და თავისი სახლის აბაზანაში იპოვეს მკვდარი. ის ლოს-ანჟელესში ცხოვრობდა თავის საქმროსთან ჯონ დილბერკთან ერთად. ისინი 17 მაისს აპირებდნენ დაქორწინებას. გვამი კვირა ღამეს აღმოაჩინეს, განცხადება გარდაცვალების შესახებ კი ოჯახმა მხოლოდ შემდეგ დღეს გამოაქვეყნა. 37 წლის ნენსი მოტესი ზედმეტი დოზის მიღების გამო გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალური ვერსია ჯერ არაა ცნობილი. არ არის გამორიცხული თვითმკვლელობაც. ამის ვარაუდს ამყარებს გვამის ირგვლივ ნაპოვნი სხვადასხვა პრეპარატები. მათგან ზოგი რეცეპტითაა ნაყიდი, ზოგი უმისოდ. გვამის გაკვეთა სამშაბათს იყო დანიშნული. სიკვდილის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. ტოქსიკოლოგის დასკვნას კი 6-8 კვირა დასჭირდება.image

ნენსი მოტესი საზოგადოების ფართო წრეებისთვის უცნობი იყო. მასზე გასული წლის ზაფხულში ალაპარაკდნენ, როცა ნენსიმ ერთ-ერთ ჟურნალისტს გულახდილი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში ნენსი აღნიშნავდა, რომ ვარსკვლავების ჩრდილში ცხოვრება საშინელება იყო. ჯულიას და ნენსის ერთი დედა ჰყავდათ-ბეტი ლუ. მამა კი სხვადასხვა. ნენსის მამა იყო მაიკლ მოტესი. ჯულიასი კი უოლტერ გრეიდი რობერტსი.

ნენსის უმცროსი ძმა ხშირად დასცინოდა სიმსუქნის გამო და მას 2012 წელს ოპერაციის გაკეთებაც კი მოუწია. 46 წლის ჯულიაც ხშირად საყვედურობდა მას წონის გამო და ნენსი ამას ძალიან განიცდიდა.image
იმასაც აღნიშნავდა, რომ ძალიან ძნელი იყო ისეთ ოჯახში ცხოვრება, სადაც ამდენი ცნობილი და ლამაზი ადამიანი იყო. მას ჰყავდა სხვა და-ძმებიც: 57 წლის ერიკ რობერტსი, 48 წლის გილანი, რომლებიც აგრეთვე მსახიობები არიან. მასხიობი ემა რობერტსი კი ერიკის ქალიშვილია.

ჯულიას უნდოდა, რომ ნენსისაც სამსახიობო კარიერა აეწყო, კიდეც მიიწვიეს ერთ ფილმზე ოფიციანტის როლში, მაგრამ ის შემდეგ ისევ ლოს-ანჟელესში დაბრუნდა, სადაც შეხვდა თავის საქმროს და გარდაცვალებამდე მასთან ერთად ცხოვრობდა.imageimageimage

3
211
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
211
  
2014, 12 თებერვალი, 15:31
ვიზა: რა არის აქ სასაცილო?
2014, 11 თებერვალი, 22:49
რა უბედურებაა გარეგნულად.
0 1 3