x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
აფრიკაში რობოტი პოლიციელი გამოიგონეს

image



გადატვირთული საგზაო მოძრაობის დასარეგულირებლად, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასეში დაყენეს 2, 5 მეტრიანი რობოტი პოლიციელები.


ამ რობოტების შექმნის იდეა გაუჩნდა ისაი ტერეზას, რომელიც კინშასეს უმაღლეს ტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობს.რობოტს აქვს თვალები - კამერები, რომელთა დახმარებითაც ის ყოველგვარ კანონდარღვევას აფიქსირებს, ასევე მას აქვს შუქდიოდების პანელი, რომლის დახმარებითაც ინფორმაციას აწვდის ფეხით მოსიარულეებს, ხოლო ხელებზე დამონტაჟებული აქვს შუქნიშნები.



რობოტები მუშაობენ მზის ბატარეებზე, რომელთა ენერგია მათ ღამეც ჰყოფნით.რობოტობეს მოტრიალებაც შეუძლიათ რათა თვალი ადევნონ მოძრაობას ყველა მიმართულებით.


აღსანიშნავია, რომ კინშასეს მთავრობას მიაჩნია, რომ ეს რობოტები ვერ გადაწყვეტენ ქალაქის გადატვირთული საგზაო მოძრაობის პრობლემას, მაგრამ მათ სხვა გამოსავალი ჯერჯერობით ვერ იპოვეს.ადგილობრივი მოსახლეობა საგზაო ნიშნებს იპარავს, ხოლო ამხელა რობოტების იგნორირებას ვერ შეძლებენ.





0
24
4-ს მოსწონს
ავტორი:ალეკსანრდე 13
ალეკსანრდე 13
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0