x
image
K.P.
რას გვიამბობს ყურებამდე შეყვარებული ნუკი კოშკელიშვილი საკუთარ რჩეულზე?
image




























ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი შეყვარებულია. მისი რჩეული შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. ნუკი ყურებამდე შეყვარებულია და თავს შესანიშნავად გრძნობს. "რეალურად ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ, ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპროლემო. ძალიან ეცინება, როდესაც ჩემზე მსგავს რაღაცეებს წერენ. დიდად არც ადევნებს თვალყურს, მაგრამ, როდესაც იგებს, ამაზე მხოლოდ იცინის"-გვიამბობს ნუკი.image

ნუკი შეყვარებული გახლდათ ოთო მარგოშვილზე. წყვილი ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც და საკუთარ გრძნობებზეც ღიად საუბრობდა. სამწუხაროდ ურთიერთობა არ შედგა. "ზოგჯერ გგონია, რომ კომფორტია როცა გიყვარს და უყვარხარ. ზოგჯერ გგონია, რომ კომფორტია, როცა მარტო ხარ.image ცვალებადია ეს ყველაფერი, ისე როგორც გემოვნება, დღეს ვარდისფერი მოგწონს, ხვალ შეიძლება იისფერი მოგეწონოს. ასეა პირადი ცხოვრებაც-ზოგჯერ ყვავილები და რომანტიკა გიტაცებს, ზოგჯერ კი გირჩევნიათ უბრალოდ კარგი მეგობრები იყოთ"-გვიამბობდა ნუკი.

ნუკი და ოთო ახლა მხოლოდ მეგობრები არიან. ოთოს ცხოვრებაშიც სიახლეებია...


ვუსურვოთ ნუკის წარმატებები და ბედნიერი მომავალი.

imageimage

0
759
8-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
759
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0