მოვლენები "მის საქართველო 2013"-ის ტიტულის მფლობელი ანა ზუბაშვილი გახდა(+ პირადი ფოტოები) 2014, 11 თებერვალი, 9:52 უკვე 11 წელია რაც სამოდელო სააგენტო "იმიჯ ცენტრი", ია კიწმარიშვილს ხელმძღვანელობით, მართავს სილამაზის კონკურს. წელს, კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა 28 გოგონა. გამარჯვებულისთვის დაწესებული იყო მთავარი პრიზი, ავტომობილი Toyota RAV4. 9 თებერვალს გამართულ სილამაზის კონკურსის ფინალზე, გამოვლინდა "მის საქართველო 2013"-ის ტიტულის მფლობელი, რომელიც საქართველოს მის მსოფლიოზე წარადგენს. ეს არის წითური გოგონა, 20 წლის სტუდენტი-ანა ზუბაშვილი. მისი სიმაღლეა 177სმ., სწავლობს ბიზნესის ფაკულტეტზე, არის გამოცდილი მოდელი, უყვარს მოგზაურობა და ახალი ადამიანების გაცნობა, რაშიც მას მისი პროფესია ეხმარება. ახლა კი გთავაზობთ "მის საქართველო 2013"-ის პირად ფოტოებს. 1303 4-ს მოსწონს
|