x
image
ნოდარ ჯოჯუა
გეგუთის ციხეში კვლავ დაძაბული მდგომარეობაა

imageგავრცელებული ინფორმაციით, გეგუთის ციხიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით 25 წლამდე დაშავებული ახალგაზრდა წაიყვანეს. როგორც კოლონიასთან მყოფი პატიმრის მშობლები ამბობენ, მათ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა ახალგაზრდის ვინაობა, მდგომარეობა და გადაყვანის მიზეზი არ გაუმხილეს.


პატიმრის მშობლები, მეუღლეები და ნათესავები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ, სანამ გეგუთის ციხის დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან არ გადადგება.


შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს გეგუთის ციხეში 46 ამდე პატიმარმა კიდურის არეში თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.


ამასთან, აღსანიშნავია, რომ გეგუთის ციხის პატიმრები დირექტორს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ და უკიდურეს ზომებს მიმართეს. ამ დროისთვის 800 პატიმარი შიმშილობს, ისინი ციხის დირექტორის გათავისუფლებას მოითხოვენ.

0
324
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0