x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ნახევარ ტონიანი ადამიანი.
წარმოშობით ამერიკელი, ვინმე- Robert Earl Hughes-ი მედიცინისა და მსოფლიოს ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მძიმე წონის ადამიანი, ვინაიდან იგი იწონიდა 486 კგ-ს.



image

რობერტი დაიბადა 1926 წლის 4 ივნისს ქალაქ Kenton-ში ამერიკის შტატ Missouri-ში. ახალშობილი 5კგ-მდე იწონიდა. 3 თვის როდესაც იყო, მან გადაიტანა დაავადება, რომლის შემდგომაც დაირღვა ორგანიზმის ნორმალური ზრდა-განვითარების ფუნქცია და იწყო კატასტროფულად ზრდა და გასუქება, რაზეც ასევე გავლენა იქონია ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის მოშლამ. 10 წლის ასაკში 170 კგ-ს და 13 წლის ასაკში კი 200 კგ-ს იწონიდა უკვე, რის გამოც მოუხდა სკოლის მიტოვება, ვინაიდან დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა.



image
რობერტის წონა ასაკთან ერთად ზრდას განაგრძობდა და 20 წლისა უკვე 322 კგ-ს იწონიდა. რაღა თქმა უნდა იგი საერთოდ ვეღარ გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად და სტაციონარში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მანამდე ბიჭი გამუდმებით იცავდა დიეტას, თუმცა შედეგი სახეზეა, რომ იყო ნულის ტოლფასი, იმ დროს კი ამერიკაში სპეციალური დიეტოლოგიური სტაციონარები არ არსებობდა.




რობერტის დედა ადრევე გარდაცვლილა და მასზე ზრუნვა მამამ და ძმამ- მეუღლესთან ერთად ითავა. თუმცა ძნელი წარმოსადგენი იყო მისი მოვლა, რადგან მისმა წონამ პიკს მიაღწია და 486კგ შეიქმნა. მეგობრების დახასიათებით კი იგი იყო ღირებული, მხიარული და კეთილი ადამიანი.


image
image




image



1958 წელს რობერტმა მიიღო მონაწილეობა შოუში "Gooding Bros" და ინდიანაში გასტროლების დროს ბოლო ტურში შეხვდა წითელა, მისი მედ დაწესებულებამდე მიყვანა დროულად ვერ მოხერხდა და მკურნალობა ადგილზევე დაენიშნა, რის გამოც მდგომარეობა უფრო გაუარესდა და ერთი კვირის შემდეგ- 1958 წლის 10 ივლისს დაიღუპა. სიკვდილის წინა დღეებში კი მან 14 კგ დაიკლო და 472კგ-ს იწონიდა.



რობერტი დაკრძალეს Mount Sterling-ში Illinois-ის შტატში, Benville-ეს სასაფლაოზე. მასთან გამოსათხოვებლად დაკრძალვაზე ათასობით ადამიანი მივიდა.


image

5
185
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
185
  
2014, 13 თებერვალი, 1:56
წლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, Robert Earl Hughes-ი იყო პირველი მძიმე წონის ადამიანი, რომელიც მედიცინისა და მსოფლიო ისტორიაში შევიდა, თან სათაურიც შესაბამისი აქვს სტატიას- "ნახევარ ტონიანი ადამიანი"... და არა მეტი.
2014, 11 თებერვალი, 19:11
Jon Brower Minnoch იყო ამერიკელი, რომელიც 635 კილოგრამს იწონიდა. 1983 წელს გარდაიცვალა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია იგი ყველაზე მძიმე ადამიანი იყო დედამიწაზე.
2014, 9 თებერვალი, 23:37
მემგონი იყო ვიგაც კიდე ამერიკელი ამაზე მეტს იწონიდა
2014, 9 თებერვალი, 22:09
ძალიან :(
2014, 9 თებერვალი, 22:02
რა ცოდოაა:(
0 1 5