შოუბიზნესი რატომ უწოდა ნანუკა ჟორჟოლიანმა ერთადერთ ქალიშვილს სახალხოდ ეგოისტი? 2014, 9 თებერვალი, 0:31 ნანუკა ჟორჟოლიანი ყველასათვის ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გახლავთ. იგი პირველად 16 წლის ასაკში დაქორწინდა ნიკოლოზ გეგუჩაძეზე. 18 წლის ორსულ ნანუკას კი უკვე ოჯახი დაენგრა. მას შემდეგ ჟურნალისტი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ დასაკარგი ქალი არ იყო და ხაჭაპურის ცხობის გარდა სხვა რამეც შეეძლო. მას პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს, მარიამ გეგუჩაძე, რომელსაც რამდენიმე სეზონის მანძილზე "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" საკუთარი რუბრიკაც ჰქონდა. დედა-შვილი კარგი მეგობრები არიან. ნანუკამ მეორედ იქორწინა ირაკლი კოდუაზე. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს-საბა. ირაკლი ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს. ნანუკას მტკიცებით, კი განშორებამ სიყვარული უფრო გააძლიერა. ნანუკას ქალიშვილი ზოგჯერ პატარა ძმაზე ეჭვიანობს, მაგრამ ამის მიუხედავად საბა განსაკუთრებით უყვარს. "როგორც ყოველთვის, დღესაც, დაძინების წინ მე და მარიამი ერთმანეთს დღის დეტალებს ვუყვებით. ეს ტრადიცია თითქმის არ ირღვევა და საკმაოდ ემოციური დიალოგის ბოლოს ვეუბნები: საბა მეცოდება დეთქო. პაუზის შემდეგ მეკითხება რატოო? და მე უკვე ძალიან გულაჩუყებული ვეუბნები თითქმის ვერ ვნახულობთქო და ყოველგვარი პაუზის გარეშე მპასუხობს: არაუშავს დე, მე 9 წელი საერთოდ "არ გიცნობდიო" ეგოიიისტ"-წერს ჟურნალისრი საჯაროდ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. ნანუკას მეგობრებმა და გულშემატკივრებმა ამ პოსტს იუმორით შეხედეს. ვუსურვოთ ნანუკას და მარიამს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 1450 4-ს მოსწონს
|