სხვა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის გახსნა (+უამრავი ფოტო) 2014, 8 თებერვალი, 19:48 XXII ზამთრის ოლიმპიადა სოჭაში გუშინ საღამოს გაიხსნა. რა სიურპრიზები მოუწყვეს მაყურებლებს ორგანიზატორებმა, ვის ანდეს ოლიმპიური დროშის შემოტანა და ოლიმპიური ცეცხლის ანთება-
ყველაფერ ამას მოგითხრობთ ამ პოსტში, ასევე გთავაზობთ უამრავ ფოტოსურათს სოჭის "ფიშტის"სტადიონიდან.
მაყურებლებით სავსე სტადიონის ტრიბუნები. გახსნის ცერემონია დაიწყო საღამოს 20.14 საათზე მოსკოვის დროით და გაგრძელდა დაახლოებით 3 საათი. რუსეთის ოლიმპიური ნაკრები. აშშ-ის ოლიმპიური ნაკრები საქართველოს ოლიმპიური ნაკრები შოუში მონაწილეობდა დაახლოებით 5000 ადამიანი, მათთვის შეკერილი იქნა 6000-მდე კოსტიუმი. შოუს პროდიუსერი იყო რუსეთის ტელევიზიის "პირველი არხის" ხელმძღვანელი კონსტანტინ ერნსტი, ხოლო რეჟისორი უამრავი მუსიკალური დადგმის ავტორი ანდრეი ბოლტენკო. სოჭის ზამთრის ოლიმპიადა ყველაზე ძვირადღირებულია ოლიმპიადების ისტორიაში: მისი ორგანიზება 50 მილიარდი დოლარი დაჯდა. თამაშები 16 დღე გაგრძელდება და გათამაშდება მედლების 98 კომპლექტი, სულ ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს 2900 სპორტსმენი. ოლიმპიური თამაშების თილისმები. აი ასე დაიწყო ოლიმპიადის გახსნა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა ოლიმპიური ჩირაღდნით. ოლიმპიური ჩემპიონი ალინა კაბაევა ჩირაღდნით ხელში. ოლიმპიური ჩემპიონები ირინა როდნინა და ვლადისლავ ტრეტიაკი ანთებენ ოლიმპიურ ცეცხლს. საზეიმო სალუტი სოჭის XXII ოლიმპიური თამაშების გახსნის აღსანიშნავად. ფრაგმენტები თეატრალიზებული წარმოდგენიდან. 89 10-ს მოსწონს |
♥ ♥♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥