სხვა ჰიურემ სულთანი(ისტორიული ფაქტები) 2014, 8 თებერვალი, 16:28 მოგესალმებით, დღევანდელი სტატიის თემაა ჰიურემ სულთანი, ოსმალეთის იმპერიის რუტენიელი მონა, რომელიც შემდგომში მბრძანებლის გულისა და ჰარემის მმართველი გახდა, გადმოცემით ჰიურემ სულთანსა და სულთან სულეიმანს ჰყავდათ 6 შვილი, აქედან 5 უფლისწული და ერთადერთი სულთანი-მიჰრიმაჰი..
ჰიურემს ევროპაში მოიხსენიებენ, როგორც როქსოლანას(უკრაინელს, გადმოცემით ეს სახელი თურქებმა შეარქვეს) ის იყო სოფლის მღვდლის შვილი, მაგრამ თათრების ერთ-ერთი შემოსევის დროს ოსმალეთის კარზე მოხვდა, სულთან სულეიმანის ჰარემში და მალევე დაიპყრო მისი გული, მათი პირველი შეხვედრის სხვადასხვა ვერსია არსებობს, ზოგის თქმით ალექსანდრამ (ჰარემში მოყვანანდელი სახელი) გოგონებში ხმამაღლა გაიცინა, სერიალის მიხედვით კი მან სულთან სულეიმანის სახელი წარმოთქვა, რითაც მიიპყრო მბრძანებლის ყურადღება, მისი პირველი უფლისწული იყო მეჰმედი, რომელიც სასახლის ინტრიგებს შეეწირა, მეორედ უკვე ჰიურემ სულთანმა მიჰრიმაჰი გააჩინა (მიჰრიმაჰი ნიშნავს მზეს და მთვარეს) ამის შემდეგ კი სელიმი, (სელიმ მე-2 ) ბაიაზიდი და ჯიჰანგირი .. ახლა გადავიდეთ მეორე თემაზე, ეს არის სერიალი "დიდებული საუკუნე", რომელიც ასახავს სულთან სულეიმან ბრწყინვალის ხანას ოსმალეთში, სულეიმანის ხანა ოსმალეთის ოქროს ხანად ითვლება, ეს სერიალი აგებულია ისტორიულ ფაქტებზე და მოიცავს შესანიშნავ სანახაობას, იდეალური მსახიობებითა და ინტრიგებით, ნამდვილად არ ინანებთ თუ უყურებთ მას.. ჰიურემ სულთნის როლის შემსრულებელი კი არის მერიემ უზერლი, შესანიშნავი და ულამაზესი გერმანელი მსახიობი, რომელიც პირველად გამოჩნდა ამ სერიალში და ეს მართლაც ტრიუმფი იყო ♥ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 1642 4-ს მოსწონს
|