x
image
პერსეპოლისი
ელენე გედევანიშვილის ბიოგრაფია და ფოტოები.
image

ელენე გედევანიშვილი, 1990 წლის 7 იანვარს, ქალაქ თბილისში დაიბადა. ის ქართველების საამაყო, ახალგაზრდა მოციგურავეა, რომელიც ტურნირებსა და მსოფლიო დონის ჩემპიონატებზე, ყოველთვის საქართველოს სახელით გამოდის. გედევანიშვილი 2005/2006 სეზონში უფროსთა შეჯებრებებზე გადავიდა. თავიდან
ემზადებოდა "CSKA მოსკოვში", ელენა ბუიანოვა და ტატიანა ტარასოვასთან. ის არის პირველი ქართველი მედალოსანი უმცროსთა გრან პრიში ფიგურულ სრიალში. ამ დროისთვის ის აშშ-ში ცხოვრობს და ემზადება თავისი გამოსვლებისთვის.2006 წელს ევროპული ფიგურული სრიალის ჩემპიონატში, მისი დებიუტის დროს, უფროსი მოციგურავეების შეჯიბრებებზე მან მეხუთე ადგილი დაიკავა. 2006 წელს ტორინოში(იტალია), ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გედევანიშვილმა მეექვსე ადგილი დაიკავა მოკლე პროგრამის შემდეგ და დაასრულა გამოსვლა მეათე ადგილზე. 2007 წლის უფროსთა ევროპულ ჩემპიონატზე ვარშავაში (პოლონეთი) მან მესამე (მოკლე პროგრამის შემდეგ) და შემდგომ მერვე ადგილზე დაამთავრა გამოსვლა. ორჯერ, 2010 და 2012 წლებში, ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბოლო 2013/14 წლების სეზონში, მან ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა მე-10 ადგილზე დაასრულა.
ელენე იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ქართველებს დიდ სიხარულს ანიჭებენ და სიამაყის გრძნობით ავსებენ. ვიმედოვნებ, რომ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადა მისთვის და საქართველოსთვის წარმატების მომტანი იქნება.

ელენეს პატარაობიდანვე ვიცნობთ და ვგულშემატკივრობთ, რომლის ცხოვრებაშიც ძირითადად წარმატებული და დასამახსოვრებელი გამოსვლები არის.

imageimageimageimageimageimageimageimage

image


imageimageimage


image



მის ცხოვრებაში იყო სარეკლამო ფოტოსესიებიც, რომლებმაც აჟიოტაჟი გამოიწვია და ცოტა მიუღებელიც იყო მისი ქართველი გულშემატკივრებისთვის.

imageimageimage


ასევე იყო პატარა წარუმატებელი გამოსვლები, რომლებსაც საბედნიეროდ შედეგზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.

imageimageimageimage


მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, იმედია ელენეს წარმატება ცოტაოდენ სიმშვიდეს მაინც მოუტანს ოლიმპიადის ბოიკოტისაკენ მიმართულ ქართველებს.

imageimage




1
494
13-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
494
  
2014, 9 თებერვალი, 16:27
ა ქართველი და თან მაგარი
0 1 1