x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139070
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
რასელ ქროუ ნოეს ითამაშებს
Deadline.com-ის ცნობით, დარენ არონოფსკის (Darren Aronofsky) ახალ ფილმში "ნოე" (Noah) მთავარ როლს რასელ ქროუ (Russelll Crowe) ითამაშებს.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ძველი აღთქმის პატრიარქს კრისტიან ბეილი (Christian Bale) განასახიერებდა, შემდეგ არონოფსკი მაიკლ ფასბინდერის (Michael Fassbender) კანდიდატურას განიხილავდა.

ფილმის იდეა რეჟისორს ბავშვობაში გასჩენია: 13 წლისას გაეროს პოეტური კონკურსი მოიგო, დაწერა რა ლექსი ნოეს თვალით დანახულ სამყაროს დასასრულზე.

წინასწარი მონაცემებით, სურათი, რომელსაც კომპანიები New Regency და Paramount-ი გადაიღებენ, $130 მილიონი დაჯდება.


არონოფსკის ბოლო ფილმმა "შავმა გედმა" (Black Swan), რომელიც ეკრანებზე 2010 წელს გამოვიდა, году, собрав $12-მილიონიანი ბიუჯეტის პირობებში $310 მილიონი დააგროვა. მთავარი როლის შემსრულებელი ნატალი პორტმანი კი ოსკარით დაჯილდოვდა.

"ნოეს" გადაღებები ივლისის დასაწყისში იგეგმება.

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:ლექსო
ლექსო
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0